სიახლეები
სიახლეები

საქართველოში Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი დაიწყებს მუშაობას - რაში დაეხმარებიან ამერიკელები ქართულ უნივერისტეტებს?
27-01-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლიდან ჩვენთან ამერიკიდან Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტი ჩამოვა, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში ინგლისურ ენას ასწავლიან. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადს. 

უწყების ინფორმაციით, ამერიკული მხარის ინიციატივით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პროექტი „ინგლისური ენის სწავლების ასისტენტი“ (ETA) განხორციელდება, რომლის მიზანია რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერა.

„გაფართოვდება Fulbright-ის პროგრამა, რომლიც გულისხმობს იმას, რომ ამერიკიდან საქართველოს 10-მდე სტიპენდიანტი ეწვევა,  ვინც იმუშავებენ უნივერსიტეტებში ინგლისური ენის სწავლებისა და უცხოენოვანი პროგრამების განვითარების მიმართულებით. ეს ინიციატივა  დადასტურებულია, გაზაფხულზე ჩვენ მზად ვიქნებით, რომ  ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს და 2020-2021 სასწავლო წლიდან ჩვენთან უკვე Fulbright-ის 10-მდე სტიპენდიანტები დაიწყებენ მუშაობას“, - განაცხადა განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირინა აბულაძემ.

პროექტი გულისხმობს, ინგლისური ენის სწავლებისა და პრაქტიკის საათებში დახმარებას, თანამასწავლებლის – კოლეგის პროფესიულ განვითარებას, ინგლისურის სწავლების კურიკულუმის/პროგრამის შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის და ინტერნაციონალიზაციის გზაზე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებას. შეთანხმებას ხელი გაზაფხულზე მოეწერება, რომლის ფარგლებში Fulbright-ის ახალ პროექტს სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი განახორციელებს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის ნინო ჭიჭელიძის თქმით, ასისტენტები უნივერსიტეტებთან 9-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებს მიექცევა.

„2017 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც fulbright-ის ხელშეკრულებას ვუწოდებთ, რეალურად ეს არის ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც აკადემიურ სივრცეში fulbright-ის სქემის დანერგვას გულისხმობს. აღსანიშნავია რომ სულ 35 ასეთი სქემა არსებობს საიდანაც ერთ-ერთი არის ინგლისური ენის თანამასწავლებლობის პროგრამა. აღსანიშნავია, რომ აქცენტი იქნება რეგიონებზე.  თანამასწავლებლებს ეყოლებათ ქართველი თანამასწავლებლები რომელთაც გაუზიარებენ თავიან სამასწავლებლო გამოცდილებას, აგრეთვე მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეგიონალურ პროექტებშიც.

აღსანიშნავია, რომ ეს არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტის, მასწავლებლის ჯგუფის თუ სტუდენტების დახმარება, არამედ ეს არის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა.

ETA-ის 9 თვიანი კონტაქტი  ექნება უნივერსიტეტთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ კურიკულუმის გაუმჯობესებაში, არსებულის სასწავლო მეთოდების შემოტანასა და უშუალოდ სწავლების პროცესში“, - განაცხადა ნინო ჭელიძე.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება