სიახლეები
სიახლეები

„არ ვაპირებთ, ბავშვები გავუშვათ სხვა სოფლის სკოლაში“ - ქერეს მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს
27-01-2020
-
+


გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობა სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენბას ითხოვს. ამ მოთხოვნით ადგილობრივები სოფლის გასასვლელში შეიკრიბნენ. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 70-მდე სკოლის მოსწავლე მეზობელ სოფლების, ტყვიავისა და მერეთის სკოლებში სწავლობენ.

„ვიდრე სოფელ ქერეში ძველ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება, არ ვაპირებთ, ბავშვები გავუშვათ სხვა სოფლის სკოლაში. ძალიან რთულია ერთი სოფლიდან მეორე სოფელში სიარული“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

სექტემბრიდან 70-მდე ბავშვს ყოველდღიურად მეზობელი სოფლების სკოლებში უწევს სიარული, პატარები კი თითქმის 3 წელი ფლავის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. 

აქციის მონაწილეების თქმით, სკოლა ავარიულ მდგომარეობაში იყო და სარეაბილიტაციოდ სექტემბრიდან დაიხურა, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა. შესაბამისი პირობები, მათი თქმით, არც სხვა სკოლებშია, ამასთან, ტრანსპორტიც შეფერხებით დადის და მოსწავლეებს ფეხით 8 კილომეტრის გავლა უწევთ.

ამასთან, ისინი სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ღონისძიებაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

სემინარში საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება