„ეტალონი“ სწავლის პროცესს საინტერესოს ხდის“ - ონში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
23 იანვარს ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.12 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
ონის მერიის წარმომადგენელი მანანა ჩაგელიშვილი:ტესტირებამ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩაიარა. ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“. ბავშვები დაინტერესებულები არიან, სკოლები კი ამით საკუთარ თავს წარმოაჩენენ. კარგად ჩანს, როგორ მუშაობს ზოგადადსაგანმანათლებლო სისტემაც. მხოლოდ მისასალმებელია ეს ყველაფერი. ჩვენი მხრიდან მხარში ვუდგავართ რესურსცენტრსა და „ეტალონის“ გუნდს და რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც შეეფერება პროექტს.
ონის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი:ზოგიერთ სკოლაში ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი წარმომადგენლები, ზოგიერთთან კი სატელეფონო კავშირი გვქონდა. ყველგან ვამოწმებდით, როგორ მიმდინარეობდა პროცესი. მეორე ეტაპზე ყველანი დავესწრებით და გვერდით დავუდგებით. ძალიან მოსწონთ ჩვენს მოსწავლეებს „ეტალონი“, მობილიზებულები არიან, ცდილობენ, რომ გარდა სასწავლო ლიტერატურისა, წაიკითხონ კლასგარეშე მასალა, რაც მათ წიგნიერებას შეუწყობს ხელს. კითხვებიც ანალიტიკური და საინტერესოა ხოლმე, კრეატიულ და შემოქმედებით აზროვნებასაც ავითარებს. ასევე, მეორე ეტაპზე ბავშვები ერთად იკრიბებიან და ეს ყველაფერი თანამშრომლობასაც უწყობს ხელს, ჯანსაღი კონკურენცია იბადება, ცდილობენ, რომ ერთმანეთზე მეტი წიგნი ჰქონდეთ წაკითხული და სასწავლო თემატიკასაც კარგად იცნობდნენ.
ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე:შედეგებით ძალიან კამყოფილი ვართ. საკმაოდ მაღალი აქტიურობა იყო. „ეტალონის“ გამო მოვიდა სკოლაში ბევრი მოსწავლე. ტესტებიც კარგად იყო შედგენილი და მოსწავლეებმაც კარგად გაართვეს თავი, უმეტესობა გადავიდა მეორე ეტაპზე, რომლისთვისაც ბავშვები აქტიურად მოემზადებიან, არის ხელმისაწვდომი ტესტები, პლუს მასწავლებლებიც არიან დაინტერესებულები.
„ეტალონი“ ნამდვილად საინტერესო პროექტია. მასწავლებლებიც, ბავშვებიც და მშობლებიც ხალისით ერთვებიან. ასეთი საგანმანათლებლო პროექტი ეხმარება სკოლას მუშაობაში. ამიტომ ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ.
უწერის საჯარო სკოლის დირექტორი ნანული მეტრეველი:კარგად გაართვეს თავი ბავშვებმა და შესაბამისად, შედეგებიც კარგი აჩვენეს. მომდევნო ეტაპზე პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. „ეტალონი“ ავითარებს ბავშვებს, დამოუკიდებლად მუშაობას აჩვევს, დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან და ელოდებიან, როდის იქნება შემდეგი ეტაპი. პასუხისმგებლობით ეკიდებიან მთელ პროცესს და შედეგებიც შესაბამისია ხოლმე. ჩვენი სკოლა ყოფილა „ეტალონის“ გამარჯვებული და ველოდებით, რომ კიდევ დასახელდეს ჩვენი მოსწავლე გამარჯვებულად.
უწერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა რეხვიაშვილი:კარგი შედეგებია ტესტირების პირველ ეტაპზე. მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. ამისთვის შესაბამისი რესურსიც გვაქვს. ძალიან კარგი პროექტია „ეტალონი“და ველოდებით მეტ განვითარებას.
გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი მაია გრიგოლიშვილი:4-მა მოსწავლემ გაიარა ტესტირების პირველი ეტაპი. კმაყოფილები ვართ. ბავშვები ხალისით ეკიდებიან ამ პროცესს და ბევრს მუშაობენ. ობიექტურად წარიმართა ყველაფერი. მეორე ტურზე წინასწარ ვერ გავაკეთებ პროგნოზს, მაგრამ იმედი გვაქვს, წარმატებული იქნება ჩვენთვის. „ეტალონის“ პედაგოგი მუშაობს მოსწავლეებთან. წლებია ჩართულები ვართ ამ პროექტში და ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს ყველაფერი ბავშვებში მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
გლოლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მერი ბარდაველიძე:3-მა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ და სულ 4 მოსწავლე გვყავდა. მომდევნო ეტაპისთვის ჩვენი ჩართულობით ემზადებიან ბავშვები. „ეტალონი“ დიდ მოტივაციას აძლევს მათ სწავლისადმი და ზოგადი განათლების მიღებისადმი. მოსწავლეებისთვის პრიორიტეტული ხდება, რომ უფრო კარგად ისწავლონ და მეტად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
პიპილეთის საჯარო სკოლის დირექტორი ჟუჟუნა ლობჯანიძე:მონაწილეობდა 9 მოსწავლე და 7 გადავიდა შემდეგ ეტაპზე. წინა წელს ჩვენმა მოსწავლემ მეორე ადგილი აიღო მუნიციპალიტეტში და დადებითი მოლოდინი გვაქვს წელსაც. არაჩვეულებრივი პროექტია „ეტალონი“. მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, დაინტერესებულები არიან ძალიან, დიდ წახალისებასა და ცოდნას აძლევს მათ.
პიპილეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ეკა ჩალაძე:ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. 9 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ძალიან მოტივირებულები და მონდომებულები იყვნენ. ჩვენც ვეხმარებით მოსწავლეებს. კარგი პროექტია „ეტალონი“, მოსწავლეების მოტივაციას ამაღლებს, ხალისით ერთვებიან და აქტიურად ემზადებიან.
სორის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან მეტრეველი:კმაყოფილი ვარ ტესტირების შედეგებით. ვნახოთ, როგორი შედეგი გვექნება მეორე ტურში. ძალიან მომწონს „ეტალონი“ თავისი ხელმძღვანელით და წარმატებებს ვუსურვებ ამ პროექტს.
ღების საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ ლობჯანიძე:რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უკეთესი შედეგები გვინდა ჩვენი მოსწავლეებისგან, თუმცა, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, მაინც გაართვეს თავი. კარგი ბავშვები არიან, დამოუკიდებლად იმუშავეს და კარგი შეფასებები დაიმსახურეს. ჩვენი სკოლა ერთვება მათი მომზადების პროცესში. „ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია. დამოუკიდებლობას აჩვევს ბავშვებს, ცოდნის გამოვლენის საშუალებას აძლევს და ერთმანეთთან ურთიერთობას ასწავლის მათ.
ღების საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ამირან ლობჯანიძე:
2-მა ბავშვმა გადალახა ზღვარი, მერვე და მეათე კლასების მოსწავლეებმა. კმაყოფილები ვართ. კარგი მოლოდინები გვაქვს მეორე ეტაპზეც. რაიონში ბევრი ძლიერი მოსწავლეა, ამიტომ წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. ამ პროექტით ძალიან კმაყოფილები ვართ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. გამოცდილებას იძენენ ბავშვები, ფაქტობრივ ცოდნას ივითარებენ და მუშაობას ეჩვევიან. ჩვენც ვეხმარებით, იმუშაონ სხვადასხვა მიმართულებებზე, რომ უკეთესი შედეგები იყოს. „ეტალონი“ სწავლის პროცესს საინტერესოს ხდის.
ღარის საჯარო სკოლის დირექტორი ანა მეტრეველი:შედეგებით კმაყოფილი ვართ, მაგრამ მეტი შეეძლოთ ბავშვებს. სკოლისთვის ძალიან საჭირო პროექტია „ეტალონი“. მოსწავლეების მომზადების პროცესში ჩართულები ვართ და ვიწყებთ უკვე მზადებას მეორე ტურისთვის.
ღარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლარისა ჯაფარიძე:4-მა მოსწავლემ გადალახა ბარიერი. მომდევნო ეტაპისთვის საგნობრივი ჯგუფები შევქმენით და მასწავლებლები მუშაობენ ბავშვებთან ერთად, „ეტალონის“ წინა წლის კითხვებსაც ვიყენებთ. ძალიან სასარგებლო პროექტია. მოტივირებულები არიან ბავშვები. ყველას გამარჯვების სურვილი აქვს, რადგან დიდი სიხარულია, როცა რაიონის „ეტალონის“ მოსწავლე ხდება მოსწავლე.
შეუბანის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ჩიკვილაძე:3 მოსწავლე გადავიდა მომდევნო ეტაპზე. ობიექტურად ჩაიარა ყველაფერმა. მომდევნო ეტაპზე წარმატების იმედს ვიტოვებთ. „ეტალონი“ არის დამოუკიდებელი აზროვნების განვითარების, ზოგადი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, ურთიერთობების პროექტი.
შეუბანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ რაზმაძე:უკეთესი შედეგების მოლოდინი გვქონდა, თუმცა 6-დან 3-ის გადასვლა მომდევნო ეტაპზე არ არის ცუდი. მათი მომზადების პროცესში პედაგოგებიც და ბავშვებიც ვაქტიურობთ. ბავშვებს უყვართ „ეტალონის“ შესარჩევი ტურები. შესაბამისად, დადებითი განწყობა მაქვს. ძალიან სასარგებლო პროექტია. ძალიან მოგვწონს და მოხარულები ვიქნებით, თუ გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში.