მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კომპანია ჯეოსელი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს - 21, 22, 23 და 25 ივნისს ზოგადი უნარების იმიტირებულ გამოცდაში მიიღონ მონაწილეობა. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, ვინც დარეგისტრირებულია ''ვიცი - VICI''- ში და არის ჯეოსელის აბონენტი. ტესტირებაში მონაწილეობა უფასოა.
ტესტირება გაიმართება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ორ სესიად. ტესტირებაზე გამოცხადების თარიღსა და დროს აირჩევთ რეგისტრაციისას. მსურველებმა რეგისტრაცია ზოგადი უნარების იმიტირებული გამოცდისათვის viciapp.ge -ზე 23 ივნისის ჩათვლით უნდა გაიარონ.
შეგახსნებეთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. გამოცდებისათვის 41 000 - ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება