მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
“კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გალესილია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს”.
ილია ჭავჭავაძის თქმისა არ იყოს, განათლება ადამიანს ღირსებას მატებს.განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში.
გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობაში.განათლება გზის მეგზურია. ცოდნა-განათლება გამოამჟღავნეს სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონში მონაწილეობის მიღებით.21 იანვარს სკოლაში გაიმართა ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის პირველი ტური. რომელშიც
მონაწილეობა მიიღო 41 მოსწავლემ . აქედან ბარიერი გადალახა 40-მა მოსწავლემ.
შედეგები: 100 ქულიდან 80 და ზევით მიიღო 12-მა მოსწავლემ.
შეკითხვები იყო მრავალფეროვანი, სხვადასხვა დონის და სხვადასხვა ტიპის. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი შეკითხვებს: გეოგრაფიიდან, ისტორიიდან, ქართული ენიდან. ზოგადი, არაფორმალურ გარემოში მიღებული განათლება მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს. ამგვარ კონკურსში მონაწილეობამ
მოტივაცია აუმაღლა, სინტერესო გარემო შეუქმნა სკოლაში და უკეთესი მოლოდინები დაუსახა.
ასეთი ტიპის კონკურსებში მონაწილეობის მიღება სკოლებს შორის ინტეგრაციას, ჯანსაღ კონკურენციას, მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია, ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ასეთ კონკურსებში მონაწილეობა, რაც გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის საფუძველს ქმნის. მოსწავლეებს აქვთ მზაობა მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა