მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შუახევის მუნიციპალიტეტის, ქიძინიძეების საჯარო სკოლის II-IV-V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირმა თოიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ პროექტის განხორციელებაში. მათთვის განსაკუთრებით სახალისო იყო ინფორმაციის შეგროვება, აიღეს ინტერვიუ რაიონის ბავშვთა ექიმთან და სპორტის მასწავლებელთან.
„სკოლის II-IV-V-VI-VII კლასის მოსწავლეებმა 2019 წლის 25 ოქტომბერს, მასწავლებელ ირმა თოიძის ხელმძღვანელობით, დაიწყეს მუშაობა და ინფორმაციის შეგროვება, პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ განსახორციელებლად. ბავშვები აქტიურად ჩაებნენ, განსაკუთრებით სახალისო იყო მათთვის ინფორმაციის შეგროვება, ინტერვიუ რაიონის ბავშვთა ექიმთან, ქალბატონ ფიქრიასთან და ინტერვიუ სპორტის მასწავლებელ რამაზ თავდგირიძესთან. შემდეგ კი შეგროვილი მასალა ბუკლეტების სახით პრეზენტაციის დროს გადასცეს დამსწრე საზოგადოებას. პროექტზე მუშაობა დასრულდა 2019 წლის, 8 ნოემბერს. მადლობა მონაწილეებს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია
2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა