სიახლეები
სკოლები

ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში რამდენიმე წელია საქველმოქმედო პროექტი - „ბედნიერი შობის დღესასწაული ყველას“ ხორციელდება
28-01-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის -„მომავლის აქტიური თაობა“ წევრების და მათი პედაგოგის თეა სამხარაძის თაოსნობით უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად, საქველმოქმედო პროექტი - „ბედნიერი შობის დღესასწაული ყველას“ ხორციელდება. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრები საშობაოდ ხანდაზმულ თანასოფლელებს სტუმრობენ და სხვადასხვა სახის პროდუქტთან ერთად თავიანთ სითბოს და ყურადღებას უნაწილებენ.

პროექტი შემდეგნაირად მიმდინარეობს:

• იკრიბებიან დახმარების გაწევის მსურველები!
• ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით მოიძიებენ იმ ოჯახთა შესახებ ინფორმაციას ვისაც მათი დახმარება ესაჭიროება!
• ოჯახთან კონტაქტის შედეგად დგინდება თუ რა ესაჭიროებათ მათ.
• მოსწავლეთა მიერ შეგროვებული თანხით ხდება პროდუქტების და მათთვის აუცილებელი ნივთების შეძენა და შეგროვება.
• ოჯახში სტუმრობა და შეძენილი და შეგროვებული პროდუქტებისა და ნივთების გადაცემა.

„ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს“ (იგავები 3:27). მოწყალება ღვთის არსის თვისება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული სათნოებაა. ეს არის მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება და ჭეშმარიტ რწმენასთან ერთად, აუცილებელი პირობაა ადამიანის სულის ცხონებისა: «ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ“... ეს ციტატა „მათეს სახარებიდან“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ წინა საშობაო დღეებში!...“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...