მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„არ შეიძლება სისტემაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამდენ შესაძლებლობას მისცემ და კიდევ ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას“, - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს განუცხადა.
„ეტალონის“ კითხვაზე, რა ელით იმ პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც მათთვის აქამდე გაკეთებული შეღავათების მიუხედავად, სტატუსის ამაღლებას ვერ შეძლებენ? - მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი გვპასუხობს:
„სისტემაში ახალი კადრიც მოდის, შესაბამისად, ჩვენ ამ კადრებსაც უნდა გავუხსნათ გზა. არ შეიძლება სისტემაში არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამდენ შესაძლებლობას მისცემ და კიდევ ვერ შეძლებს სტატუსის ამაღლებას.
ასეთ მასწავლებლებთან ბუნებრივია ხელშეკრულება შეწყდება ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის. თუმცა როდესაც სკოლა გამოაცხადებს ვაკანსიას და არ იქნება შესაბამისი კადრი - არის რაიონის სკოლები, სადაც შესაძლებელია არ მივიდეს კვალიფიციური კადრი, მაშინ სკოლას ექნება უფლება, ამ ადამიანთან გააგრძელოს ხელშეკრულება, თუმცა ეს იქნება დროებითი, მანამდე სანამ კვალიფიციური კადრი მივა სკოლაში“.
პრაქტიკოს პედაგოგებს მასწავლებლის სახლმა არაერთი შეღავათი მისცა, მათ შორის 2019 წლს პირველად გამოცდაზე მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება 2-ჯერ მიეცათ, როგორც ზაფხულში ისე შემოდგომაზე. 2020 წლის ზაფხულში კი კიდევ ერთხელ შეუძლიათ გამოცდაზე გასვლა, ამასთან ბერიკა შუკაკიძის თქმით, ამჯერად მასწავლებლებს გამოცდაზე მეორედ გასვლის შემთხვევაში წინა შედეგი აღარ გაუუქმდებათ და საშუალება ექნებათ საუკეთესო შედეგი აირჩიონ. ამასთან, იმ პრაქტიკოსებს, რომლებსაც გამოცდის ჩაბარების მიუხედავად 19 კრედიტქულს ვერ დააგროვებენ დამატებითი ტრენინგები ჩაუტარდებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა