„ეტალონი“ მოსწავლეებს შორის ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს“ - სიღნაღში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
28 იანვარს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.20 თებერვალს გაიმართება II ტური, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი: „ეტალონი“ ძალიან მომწონს. ამ პროექტთან ჩვენ უკვე წლებია ვმეგობრობთ. მასში ჩვენი ბავშვები მაქსიმალურად აქტიურად არიან ჩართულები. ელოდებიან, „ეტალონის“ მორიგი ტური როდის იქნება, თავის გამოჩენა და შესაძლებლობების დემონსტრირება, რომ შეძლონ. ჩვენც შესაბამისად, გვსიამოვნებს ამ პროექტთან თანამშრომლობა.
ყველა თანამშრომელი, რომელიც პროექტშია ჩართული, ჩვენი მეგობარია და მათთან ურთიერთობა გვსიამოვნებს“.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი თამარ ჯოხარიძე:„ეტალონის“ ტესტირებაზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში მოსწავლეების აქტიურობა, მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მაღალი იყო, რადგან „ეტალონი“ უკვე ტრადიციაა. იგი ბავშვების სწავლის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს და სტიმულს აძლევს. ტესტირების დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ეტალონის“ შესარჩევი ტურის გასავლელად ყველა ბავშვი, აქტიურად მოდიოდა სკოლაში. „ეტალონის“ ტესტირების გამო სკოლაში ისეთი მოსწავლეც კი მივიდა, რომელიც მანამდე ავადობდა - იმდენად აქვთ ჩართვის სურვილი.
ყველანი ველოდებით 20 თებერვალს, რომ სიღნაღის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდეს. მიხარია, რომ „ეტალონის“ მხრიდან ასეთი ხელშეწყობაა. ყველაფერს საუკეთესოს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ მეორე ტურზეც ყველაფერი, ისე კარგად იქნება, როგორც შარშან“.
ტიბაანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია დოსმიშვილი: „ეტალონის“ პირველ ეტაპზე 18-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვები კარგად მუშაობდნენ, ინდივიდუალურად და დროში გათვლილად ისე, როგორც საჭიროა.
ჩვენი სკოლა 2 წელი მიყოლებით რაიონის გამარჯვებული იყო, ორი წელია „ეტალონი მოსწავლე“ გვყავს. ბავშვებს ჩემპიონატი მოსწონთ და კმაყოფილები არიან. ზოგადად პროექტი ძალიან მოგვწონს“.
ტიბაანის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ბიძინაშვილი: „ჩვენ ორი წელია რაიონის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლე გვყავს. ამან მოსწავლეებზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა და ბავშვებს ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ ჩემპიონატში ჩაებან. შემდეგი ეტაპზე იღბალს მივენდობით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბავშვები წარმატებას მიაღწევენ.
„ეტალონი“ ბავშვებისთვის წამახალისებელია. მოსწავლეები მიზანმიმართულები არიან, რადგან იციან, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა უნდა მიიღონ. გაკვეთილებში აქტიურად არიან ჩართულები და დამატებითი საკითხებითაც ინტერესდებიან. მასწავლებლებსაც სტიმულს ვაძლევთ, რომ ბავშვებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ“.
ვაქირის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ბუღათრიშვილი: „ეტალონის“ პირველი ეტაპით კმაყოფილები ვართ. მოსწავლეთა აქტიურობა კარგი იყო. მისასალმებელია, რომ ყველას შუძლია მონაწილეობის მიღება.
სკოლის დირექტორებთან და ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან გქონდა შეხვედრა და ვთვლი, რომ „ეტალონი“ სატელევიზო გადაცემის ფორმატითაც უნდა გადიოდეს ეთერში. ჩემი ერთი ხმა მინდა მივაწვდინო მას, ვისაც ეს ხელეწიფება, რომ ეს „ეტალონი“ ტელევიზიაში დააბრუნონ“.
ვაქირის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ვარდიაშვილი:„ტესტირებაზე აქტიურობა მაღალი იყო. მერვეკლასელებისთვის მონაწილეობის პირველი წელი იყო და პასუხისმგებლობითა და ემოციურად შეხვდნენ. კარგად იმუშავეს, თუმცა დაფიქსირებული ბავშვებიდან, გრიპის გამო, ორი ვერ გამოცხადდა.
„ეტალონი“ რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განსაკუთრებით კარგია. ჩვენთან არ არის წრეები, საგანმანათლებლო ჯგუფები. ბავშვებისთვის სკოლა, სახლი, ინტერნეტი - სულ ესაა და ინტერნეტთანაც დროს გასართობი, განათლებისთვის ნაკლებად საჭირო ინფორმაციისთვის ატარებენ. „ეტალონი“ მოსწავლეებს შორის ჯანსაღ კონკურენციას უწყობს ხელს. პროექტი ძალიან მომწონს და მასში ჩემი შვილიც მონაწილეობს ხოლმე“.
წნორის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლია ბუთლიაშვილი: „ტესტირებაში 20-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. კარგი შედეგები იყო. 60-ის ზევით ბევრი ქულა დაფიქსირდა. ჩვენი მოსწავლე თაკო თედაშვილი გასული წლის გამარჯვებულია და ვფიქრობ, მეორე ეტაპზეც წარმატებით იასპარეზებს და კარგი შედეგები ექნება“.
წნორის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ია ხაჩიაშვილი: „ტესტირების შედეგად ნორმალური ქულები დაიწერა. მხოლოდ რამდენიმე მოსაწავლეს ჰქონდა 55 ქულის ქვემოთ, დანარჩენი სულ 70 ქულაა და მეტი. ბავშვები ტესტირებას ინტერესით მოეკიდნენ. შეკითხვების ნაწილზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს, შესაბამისად, იმ საკითხებში 2 ქულა მიიღეს ანუ სტრატეგია სწორად შეარჩიეს. გვყავს 85, 83 და 80-ქულიანი მოსწავლეებიც.
ვფიქრობ, ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება, უპირველეს რიგში, გამოცდილებას შესძენთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს“.
ბოდბისხევის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ გელაშვილი: „პირველ ეტაპზე 15-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მოსწავლეებმა შეკითხვებს მალე უპასუხეს და ვნახოთ, რა შედეგი ექნებათ.
„ეტალონი“ მოსწავლეებისთვის მოტივაციის აღმძვრელია. სოფლის სკოლები მცირეკონტიგენტიანია და შესაბამისად, როდესაც კლასებში 10 და 9 მოსწავლე გვყავს, ნაკლებია ბავშვები, რომლებსაც სწავლის მოტივაცია ოჯახიდანვე მოსდევთ და მხოლოდ სკოლაში არ გვჭირდება მათი დატრენინგება. „ეტალონი“ ნამდვილად ძალიან კარგი პროექტია“.
ბოდბისხევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ ქშუტაშვილი: „ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებით კმაყოფილები ვართ, რადგან ბავშვებმა საკმოდ კარგი შედეგები აჩვენეს. ტესტირებაში 15 მოსწავლე მონაწილეობდა. უმეტესობასთან საკმაოდ მაღალი ქულები დაიწერა.
„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რადგან ბავშვები უფრო დაინტერესებულები ხდებიან, რომ ზოგადი განათლება მიიღონ. ბევრი შეკითხვა ისეა დასმული, რომ ლოგიკურად უნდა გასცენ პასუხი. წელს ტესტირებაზე ბევრი ისეთი ბავშვი გამოვიდა, ვინც შარშანაც მონაწილეობდა და ეს პროექტის წარმატებულობას კიდევ უფრო მოწმობს.“
ხირსის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ჯანიბეგაშვილი: „მცირეკონტიგენტიანი სკოლა გაქვს და „ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებაში ერთმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა . მან ტესტირებას საკმაოდ კარგად გაართვა თავი.
„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მისი დამსახურებით მოსწავლეების აქტიურობა, ჩართულობა და ინტერესი იზრდება, შესაბამისად, მეც დადებითად ვაფასებ“.
ხირსის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თამარ ჩალაბაშვილი: „ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია. მონაწილეობის სურვილი ერთმა მოსწავლემ გამოთქვა, ბარიერი წარმატებით გადალახა და ვნახოთ, რა იქნება.
„ეტალონი“ ბავშვებისათვის ძალიან კარგი პროექტია. კმაყოფილები ვართ და ყველას გვიყვარს. კარგი იყო ტელევიზიითაც, რომ გადიოდა და ვისურვებდი ისევ დაუბრუნდეს ეთერს“.