მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ. საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა - პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ მოსწავლეებს სასწავლო პროგრამები გააცნო. მასთან ერთად იყო ამავე უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ტარიელ ფუტკარაძეც.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე და სკოლის მოძღვარი დეკანოზი თომა ლაცაბიძე.
„მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში შედგა შეხვედრა, გიმნაზიისა და დაბა ხარაგაულის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ სერგო ვარდოსანიძესთან, მან გააცნო აბიტურიენტებს, უნივერსიტეტში სწავლის პირობები და სპეციალობები. დიდი მადლობა მეუფე მელქისედეკს დახმარებისა და არაჩვეულებრივი მასპინძლობისათვის“,- აღნიშნულია წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო