სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ნიჭიერება“ - ლენტეხში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
30-01-2020
-
+


28 იანვარს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისშიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

18 თებერვალს II ტური გაიმართება, რომელიც მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“ გამოავლენს.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ლენტეხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ბადრი ქარდავა:

„პირველმა ტურმა მაღალ დონეზე ჩაიარა, მოსწავლეები მობილიზებულები იყვნენ, კმაყოფილებას ვერ მალავენ ამ პროექტის მიმართ. მაღალი დონის იყო პირველი ეტაპი, რადგან იგრძნობოდა მოსწავლეთა მოტივაცია, განწყობა და სულისკვეთება. შეფასებებიც მაღალი აქვთ, მაღალი ქულები დაფიქსირდა თითქმის ყველგან. მოუთმენლად ველოდებით ღონისძიებას და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობას“.

ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო ჯანხოთელი:

„პირველი ტურის შედეგები მონაწილეთა სწავლის შესაბამისია, ჩართულობაც მაქსიმალური იყო. ისინი ყოველთვის ცდილობენ თავისი შესაძლებლობები დაამტკიცონ და გააკონტროლონ - რა ისწავლეს, რა იციან, რა არ იციან. მაგრამ არის შემთხვევები, როცა  მოსწავლისგან კარგ შედეგს ველოდებით, თუმცა ხანდახან ვერ ამჟღავნებს შესაძლებლობებს. ალბათ, თავისებური ფსიქოლოგიური მომენტია. სულ 44 მოსწავლე მონაწილეობდა, კარგი შედეგებია და იმედი გვაქვს, მეორე ტურში გადავლენ“.

 ეტალონისპედაგოგი ნათია კვიჟინაძე:

„პირველ ტურზე მაქსიმალური აქტივობა იყო. მგონია, რომ ჩვენს სკოლაში იქნება გამარჯვებული. კარგი მოსწავლეები გვყავს, საკმაოდ ძლიერია მე-11 კლასი. რაც შეეხება პროექტს, მომწონს. მოსწავლეებს ინტერესი აქვთ, მოლოდინებიც კარგი გვაქვს“.

სასაშის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ონიანი:

„მოსწავლეები კმაყოფილები და დიდი ინტერესით არიან ჩართულნი „ეტალონის“ ჩემპიონატში. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთან ძალიან  პოპულარულია - მასში მონაწილეობა ენთუზიაზმს და მოტივაციას სძენს მოსწავლეებს. მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენც მოხარულები ვართ მოსწავლეების მონაწილეობით“.

ეტალონისპედაგოგი დალი რატიანი:

„შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები მთელი წელი ამ მომენტს ელოდებიან, ძალიან მოტივირებულები არიან. მოსწონთ პროცესი და ტესტებით კმაყოფილები არიან. მეც მადლიერი ვარ „ეტალონის“. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ  მონაწილეობას. მეორე ტურისთვისაც კარგი მოლოდინები გვაქვს“.

ხოფურის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გაზდელიანი:

„ბავშვები იყვნენ ძალიან მონდომებულები, მობილიზებულები, ჩართულები მთელი გულისყურით, ელოდებოდნენ პირველ ტურს. კმაყოფილი ვარ, რომ „ეტალონი“ ბავშვებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ თავიანთი ნიჭიერება არამარტო საგნობრივ პროგრამებში, არამედ ზოგადი კითხვებიდან გამომდინარე. „ეტალონი“ არის ძალიან წარმატებული პროექტი და მადლობა შემოქმედებით ჯგუფს ამისთვის. მეორე ტურისთვის მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს მეცადინეობა, არიან მობილიზებულები, ეძებენ ინტერნეტში ტესტებს, ერთი სული აქვთ, როდის ჩატარდება მეორე ტური და მეც მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ.“

ეტალონისპედაგოგი შორენა ქურასბედიანი:

„ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის. რეგიონებში, პერიფერიებში, სადაც არ გვაქვს ქალაქთან ხშირი შეხება, ეს არის მოსწავლეთა დაინტერესების არაჩვეულებრივი საშუალება. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მაღალ კლასებში სულ 14 მოსწავლეა და ყველამ მიიღო მონაწილეობა.  პირველი ტური ორგანიზებულად ჩავატარეთ - ობიექტურად ჩატარდა ყველაფერი, გასწორდა ნაშრომები. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყოველ წელს გაცილებით საინტერესოა ტესტები. დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩვენი სკოლიდან იყოს მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე“.

ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი როზა გველებიანი:

„პირველი ტური საინტერესო იყო, მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები იყვნენ. ასეთ პროექტებს ძალიან მხიარულად ხვდებიან ხოლმე ბავშვები. მათ იმუშავეს დამოუკიდებლად, შემდეგ იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საკითხების  განხილვა. საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. შეიძლება ძალიან მაღალი ქულები არ აქვთ, მაგრამ თავისი მუშაობით და თავად „ეტალონით“ ძალიან კმაყოფილები არიან.“

 ეტალონისპედაგოგი მაია მუშკუდიანი:

„მეორე ტურისთვის მოლოდინები კარგი მაქვს. შარშანდელთან შედარებით ცოტა დაბალი ქულებია, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეების უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა. „ეტალონი“ კარგი პროექტია, კონკურენციაა ბავშვებში და მეტ მოტივაციას აძლევს, ამას მივესალმები“.

 ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი მურადი ჩანქსელიანი:

„პირველმა ტურმა შესანიშნავად ჩაიარა, 11-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, 9-მ გადალახა მინიმალური ბარიერი. დაფიქსირდა 74, 78 ქულები, ვაგრძელებთ მუშაობას დიდი სიამოვნებით და სიყვარულით. მადლობა „ეტალონს“, ეს ჩემპიონატი მოსწავლეებს დამოუკიდებელ მუშაობაში ეხმარება, კოლექტივიც მეტად თანამშრომლობს, ასევე თანამშრომლობაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება