სიახლეები
საინტერესო , რჩევები

9 რჩევა, რაც კლასის იდეალურ დამრიგებლად გაქცევთ
03-02-2020
-
+


კლასის ხელმძღვანელობა უზარმაზარი შრომაა, რომელსაც პროფესიულთან ერთად ბევრი სხვა პიროვნული უნარი სჭირდება. იმისთვის, რომ კარგი დამრიგებელი იყოთ, „ეტალონი“ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ: 

დაიცავით პირადი და პროფესიული საზღვრები

მოსწავლეები და მშობლები პირველივე შეხვედრიდან შეეცდებიან, თქვენი პირადი საზღვრები დაარღვიონ. ბავშვებისთვის ეს ბუნებრივი გზაა სამყაროს გასაცნობად. ისინი ასე სწავლობენ, რა შეიძლება და რა - არა. ამ ნაწილში მშობლები, ფაქტობრივად, არ განსხვავდებიან მოსწავლეებისგან. მათ უნდათ, რომ ყურადღება ყოველთვის სწორედ მის შვილს მიაქციოთ და რა თქმა უნდა, გასწავლიან, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. სწორედ ეს არის პროფესიული საზღვრების დარღვევა. პირად საზღვრებს კი ისინი მაშინ უგულებელყოფენ, როცა ავიწყდებათ, როდის იწყება და სრულდება თქვენი სამუშაო დღე. ამიტომ მნიშვნელოვანია შექმნათ მშობლებთან ურთიერთობის წესები:

  • დამირეკეთ ან მომწერეთ 09:00-დან 17:00-მდე.
  • სხვა დროს დამირეკეთ მხოლოდ მაშინ, თუ ეს სასწრაფოა;
  • სასწრაფო საქმეში არ შედის საშინაო დავალებასთან დაკავშირებული კითხვები, შეფასება და მსგავსი, არამედ ის, რაც მოსწავლის ცხოვრებასა და ჯანმრთელობას ეხება;
შექმენით ნათელი წესები კლასისთვისაც და დაიცავით ორივე მხარემ:

  • კლასში ლაპარაკობს მხოლოდ ერთი ადამიანი (თუკი დისკუსიას არ ვმართავთ), მნიშვნელობა არ აქვს, ეს მოსწავლეა თუ მასწავლებელი;
  • არ შეურაცხვყოფთ სხვებს, არ დავცინით, არ ვიღებთ სხვის ნივთებს უნებართვოდ;
  • ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში მივმართავთ კლასის დამრიგებელს;
  • გახსოვდეთ, რომ საკმარისი არ არის უბრალოდ წესების გაცნობა, მათ მუდმივად უნდა აუხსნათ და გაანალიზოთ, რატომ უნდა მისდიონ ამ წესებს.
თქვენ თვითონ დაიცავით და მიჰყევით შემდეგ წესებს:

არასდროს არ განსაჯოთ ბავშვი საჯაროდ

ეს ლოგიკური აქსიომაა. თუმცა ხშირად კონფლიქტები სწორედ საჯაროდ იქმნება. მაგალითად, როცა ბავშვი გაკვეთილზე ხმაურს იწყებს. ასეთ დროს თქვენ შეგიძლიათ, რამდენიმე წუთი გააჩეროთ გაკვეთილი, კითხოთ მას, რატომ იქცევა ასე და სთხოვოთ, შეწყვიტოს ამგვარი ქცევა. თუკი ბავშვი აგრძელებს ხმაურს, ურჩიეთ მას, დატოვოს ოთახი, გაისეირნოს, დალიოს წყალი და როცა მზად იქნება, დაბრუნდეს.

ენდეთ ბავშვებს და მიეცით მათ თავისუფალი არჩევანი

თუ ბავშვს არ უნდა საშინაო დავალების გაკეთება, ჰკითხეთ მას, რა დრო სჭირდება, რომ დაისვენოს და მეცადინეობას შეუდგეს. შესთავაზეთ მას, რომ მისცემთ გარკვეულ დროს იმისთვის, რომ მისთვის საინტერესო აქტივობით დაკავდეს, თუმცა უნდა მოგცეთ პირობა, რომ ამის შემდეგ ის შეასრულებს საშინაო დავალებას. ასე ბავშვები თავის პირობაზე პასუხისმგებლობის აღებასაც ისწავლიან.

აღიარეთ თქვენი დანაშაული და მოიხადეთ ბოდიში

შეცდომებს ყველა ვუშვებთ. უფროსებიც ვკარგავთ ობიექტურობას და სიტუაციაზე კონტროლს. არ შეგრცხვეთ ბოდიში მოუხადოთ ბავშვებს, აუხსნათ, რატომ მოიქეცით ასე. როგორ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს არ გაქცევთ თქვენ სუსტად, პირიქით, ძლიერ ადამიანად წარმოგაჩენთ. თქვენი მოსწავლეები თქვენგან გადაიღებენ ასეთი ქცევის მოდელს, ისწავლიან შეცდომების გაანალიზებასა და ერთმანეთის წინაშე ბოდიშის მოხდას.

ღიად იმსჯელეთ პრობლემებზე კლასში

ხშირად ბავშვებმა უფროსებზე უკეთ იციან, როგორ უნდა გადაჭრან პრობლემები, ამიტომ იმსჯელეთ მათთან ერთად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ამ განხილვების შემდეგ მათ აზრს არ გაითვალისწინებთ, მათ ეცოდინებათ, რომ თქვენ გაინტერესებთ მათი მოსაზრებები.

სთხოვეთ მშობლებს, ბავშვებს შორის კონფლიქტისას მოგმართონ თქვენ და არა სხვა მშობლებს

თუკი კონფლიქტი სკოლაში მოხდა, მის მოგვარებაზე უპირველესად თქვენ უნდა იზრუნოთ. მშობლები, როგორც წესი, ერთმანეთთან კონფლიქტს და ბავშვების დადანაშაულებას იწყებენ, ამიტომ მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრაში დროულად ჩაერიოთ.

ითამაშეთ ბავშვებთან ერთად

ერთობლივი საქმიანობა საუკეთესო საშუალებაა, რომ ადამიანთან ემოციური კავშირი ჩამოგიყალიბდეთ. თამაში დაგეხმარებათ გაიგოთ ბავშვების ინტერესები და განწყობები.

იხუმრეთ

რა განსხვავებაა გაცინებასა და დაცინვას შორის? - ხუმრობაზე იცინის ყველა, დაცინვაზე კი - მხოლოდ დამნაშავეები. როცა ბავშვები ხედავენ, რომ თქვენ გაქვთ იუმორის გრძნობა, მათ თქვენდამი უშუალო დამოკიდებულება უყალიბდებათ.

გაექეცით რუტინას

დაგეგმეთ ექსკურსიები, წვეულებები, ყველაფერი, რაც კომფორტის ზონიდან და ყოველდღიური რუტინიდან გამოგიყვანთ. ნუ იქნებით მოსაწყენები, როგორ მათი მასწავლებლები ან სხვა კლასის ხელმძღვანელები.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება