მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავტორიზაციის ახალი სტანდარტი კერძო სკოლებსაც შეეხება - აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძე. თუმცა ის კონკრეტულ სიახლეებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.
„საქართველოში არსებულ ყველა კერძო სკოლას გავლილი აქვს ავტორიზაცია. იქნება გარკვეული ცვლილებები კერძო სკოლის ავტორიზაციის ნაწილშიც. თუმცა ჯერჯერობით გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ჩვენ კერძო სკოლებთან თანამშრომლობით შევიმუშავებთ სტანდარტებს“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.
კითხვაზე: ავტორიზაციის ვერ გავლის შემთხვევაში შეუწყდებათ თუ არა როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებს ფუნქციონირება ან თუ მიეცემათ გამოსწორების შანსი, დგებუაძე პასუხობს, რომ „სწორედ იმიტომ გავზარდეთ ვადები, რომ ის მოთხოვნები, რომლებსაც ჩვენ დავდებთ ახალი სტანდარტების ფარგლებში, დააკმაყოფილონ როგორც კერძო ისე საჯარო სკოლებმა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა