სიახლეები
სიახლეები

რამდენი ლარია კლასის დამრიგებლის დანამატი და რა ევალება მას?
24-02-2020
-
+


სკოლაში მოსწავლის მრჩევლად დამრიგებელი მოიაზრება. სწორედ მას ევალება მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, დამრიგებელი „უნდა უწყობდეს ხელს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებდეს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში“. ამისთვის კლასის დამრიგებლის დანამატი თვეში 101,25 ლარს შეადგენს, ხელზე კი ისინი 81 ლარს იღებენ.

„ეტალონი“ უცვლელად გთავაზობთ, რა შედის კლასის დამრიგებლის მოვალეობებში და როგორ განისაზღვრება მისი მუშაობის პრინციპები, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით:

დამრიგებლის მოვალეობები

ყველა კლასს თავისი დამრიგებელი უნდა ჰყავდეს. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს თავის სადამრიგებლო კლასს.

დამრიგებელს ევალება:

·      სადამრიგებლო საათის ჩატარება თვეში მინიმუმ 4-ჯერ;

·      მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;

·      მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

·      მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთხელ; საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება;

·      სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის  შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;

·      სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში,  მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ ინფორმაციის  მიწოდების უზრუნველყოფა;

·      ამ გეგმით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულება.

დამრიგებელი მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი.

თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, დამრიგებელი ვალდებულია, გაიგოს გაცდენის მიზეზი.

დამრიგებელი პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს  სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.  სასწავლო წლის დასრულებისას მან   უნდა გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც დაწერს თითოეული მოსწავლის  მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს:

ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში.

ბ) მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო  იქნებოდა მოსწავლისათვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის საშუალო წლიური ნიშანი 5.1-ზე დაბალია, დამრიგებელი ვალდებულია, გააფრთხილოს მშობელი  და მოსწავლე იმის შესახებ, რომ აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესი მომდევნო სასწავლო წლებში  (თუ ეს არ არის საფეხურის ბოლო კლასი), რათა  მოსწავლემ შეძლოს საფეხურის დაძლევა.

დამრიგებელი ვალდებულია შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს ინფორმაცია მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ.

დამრიგებლის  მუშაობის პრინციპები

დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა შემდეგ პრინციპებს უნდა ემყარებოდეს:

·      აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

·      შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა  - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად,  დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;

·      მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად   მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები   და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

·      თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანი უნდა იყოს კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.

რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებისათვის

სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ-პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.

კლასთან დამრიგებლის მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები; კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიების, ვიქტორინების, ზეიმების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება; მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე, ცნობილ  ადამიანებთან და  სხვადასხვა სპეციალისტებთან  თუ  ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა.

დამრიგებლებმა კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დაგეგმოს  შეხვედრები და ღონისძიებები. შესაძლებელია, ამ შეხვედრებს ჰქონდეს სისტემატური ხასიათი. დამრიგებელი უნდა თანამშრომლობდეს მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან, ხელს უწყობდეს სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარებას.

სადამრიგებლო სასაუბრო თემები მოქცეულია შემდეგ ხუთ მიმართულებაში:  

1.    პიროვნული და მორალური განვითარება;

2.    გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;

3.    უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება;

4.    თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა;

სადამრიგებლო საუბრები შესაძლოა შედგეს როგორც კლასში/სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც, მაგ., ექსკურსიაზე ან  მუზეუმის დათვალიერებისას.

სადამრიგებლო საათის  სპეციფიკა დაწყებით კლასებში

პირველკლასელებთან შეხვედრა (35-40 წუთი) მრავალფეროვანი დავალებებით, სადისკუსიო თემებით და თამაშებით უნდა იყოს დაგეგმილი.  მათი ჩატარება რეკომენდებულია კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. დავალებების შერჩევისას გასათვალისწინებელია ჯგუფის სიდიდე. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისაგან შემდგარი შეხვედრა კი, სასურველია, 10-15 წუთი გაგრძელდეს (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ).

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

გაკვეთილს გამასწავლებელი ქეთევან ჩიქვანაია ხელმძღვანელობდა

აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდნენ: მარიამ ვაჩეიშვილი და ნათელა ირემაძე 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება