მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალამდე 2 დღე დარჩა.
2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს 2016 წლის ოქტომბრიდან და გრანდიოზული ფინალით - „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით დასრულდება.
ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც წარადგენენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველ ქალაქებს, ქალაქ თბილისის 10 რაიონს, აფხაზეთის ა/რ სკოლებს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს - მათ შორის გამოვლინდება 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.
ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
გაეცანით საყურადღებო სტატისტიკას: 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 1833 სკოლას (პროექტში ჩართვის შესაძლებლობის მქონე სკოლების 96,4%), პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 39.416 მოსწავლეს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეთა რაოდენობაა 5.475. ღონისძიებებზე დასმწრე გულშემატკივართა და პირდაპირ დაინტერესებულ პირთა რაოდენობაა 157.664 ადამიანი.
24 ივნისს ფინალურ ღონისძიებაში 83 მოსწავლე მონაწილეობს.
''ეტალონის'' ფინალი 2017 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართება.
ღონისძიების პარტნიორებია: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.