მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლებს სტატუსის ასამაღლებლად კრედიტქულების დაგროვება კვლავ შეუძლიათ. ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, კრედიტების აღების საშუალება როგორც პრაქტიკოს ისე უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეძლებათ.
„პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდის გარდა, იმის შანსიც ექნებათ, რომ ტრენინგების მეშვეობით 5 კრედიტამდე შეივსონ ქულები. ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და გარკვეული რაოდენობის კრედიტები აქვთ, თუმცა 5 კრედიქტულამდე აკლიათ, შეუძლიათ ტრენინგებით 19 კრედიტქულა დააგროვონ და მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ხოლო თუ პრაქტიკოს მასწავლებელს არ ყოფნის ეს 5 კრედიტი, მაგრამ გამოცდა დაბალი ქულაზე აქვს ჩაბარებული, შესაძლებლობა მიეცემა ხელახლა გავიდეს გამოცდაზე და უკეთესი ქულა მიიღოს“, - აცხადებს ბერიკა შუკაკიძე და აღნიშნავს, რომ ატრენინგებზე რეგისტრაცია სავარაუდოდ 15 თებერვლიდან დაიწყება.
ცნობისთვის, მასწავლებელთა სახლის ინფორმაციით, პედაგოგებმა იცოდენ, რომ 2020 წლიდან კრედიტების დაგროვებას ვეღარ შეძლებდნენ, თუმცა იმის გამო რომ მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებისთვის კიდევ ერთი შანსი მიეცათ, კრედიტები დროებით კვლავ შენარჩუნდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა