მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრაქტიკოსი პედაგოგები, ვინც საკმარისი კრედიტქულები ვერ მოაგროვეს, სტატუსის ასამაღლებლად დამატებით ტრენინგს გაივლიან. ასეთ შესაძლებლობას მასწავლებლის სახლი იმ პედაგოგებს სთავაზობს, ვინც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებული და კომპეტენცია დადასტურებული აქვთ.
ტრენინგზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან გამოცხადდება და პედაგოგებს საშუალება ექნებათ ქულები 5 კრედიტამდე შეივსონ.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ etaloni.ge-ს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესაუბრა:
„პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდის გარდა, იმის შანსიც აქვთ რომ ტრენინგების მეშვეობით 5 კრედიტამდე შეივსონ ქულები. ანუ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს და გარკვეული რაოდენობის კრედიტები აქვთ, თუმცა 5 კრედიქტულამდე აკლიათ, შეუძლიათ ტრენინგებით 19 კრედიტქულა დააგროვონ და მოიპოვონ უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
თუ პრაქტიკოს მასწავლებელს არ ყოფნის ეს 5 კრედიტი, მაგრამ გამოცდა დაბალი ქულაზე აქვს ჩაბარებული, შესაძლებლობა მიეცემა ხელახლა გავიდეს გამოცდაზე და უკეთესი ქულა მიიღოს. ანუ საშუალება ექნება შეადაროს ახალი და წინა გამოცდის შედეგები და უკეთესი ქულა, სადაც აქვს ის აირჩიოს და გაიუმჯობესოს მდგომარეობა“.
იხილეთ ვრცლად ინტერვიუ: „უფრო მკაცრი პირობები იქნება“ - ბერიკა შუკაკიძის პასუხები კითხვებზე, რომლებიც ყველა პედაგოგს აინტერესებს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა