სიახლეები
საინტერესო

გახდება თუ არა ჩინური კორონავირუსი ახალი „ესპანური გრიპი“, რომელმაც იმაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა?
03-02-2020
-
+


იზრდება კორონავირუსის - 2019-nCoV გავრცელების გეოგრაფია, ჩინეთის მიღმა ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა, მათ შორის ევროპაში, თემაზე სპეკულაცია მედიაში და შესაბამისად ადამიანთა შფოთვის დონე.

შეიძლება თუ არა ჩინური კორონავირუსი გახდეს ახალი პანდემია?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა. 

ამ დროისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 361-ს მიაღწია, ინფიცირებული 17 200-ს აღემატება.  ვირუსი ჩინეთის 31 რეგიონში გავრცელდა და მთელი ქვეყანა მოიცვა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და ვირუსი 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა.

ინფიცირებულთა დინამიკა ყოველ ორ დღეში სტაბილურ გაორმაგებას აჩვენებს:

  • 22 იანვარს: 440
  • 23 იანვარს: 571
  • 24 იანვარს: 830
  • 25 იანვარს: 1287
  • 26 იანვარს: 2038
  • 27 იანვარს: 2860
  • 28 იანვარს: 4593
  • 29 იანვარს: 6187
  • 30 იანვარს: 7700
ეს ჩინეთის მთავრობის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემებია. ბევრს მაში ეჭვი ეპარება, რადგან 2002-2003 წლებში კორონავირუსის - SARS ეპიდემიის დროს ავტორიტეტულმა პეკინმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ინფორმაცია დაუმალა. უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პირველივე დღეებიდან თანამშრომლობისთვის ღიაა.


მიუხედავად ჩინეთის მთავრობის გატარებული უპრეცედენტო ღონისძიებებისა, ჩინეთის ტერიტორიაზე ვირუსით - 2019-nCoV დაინფიცირებული უფრო მეტია, ვიდრე ცხრა თვის განმავლობაში ეპიდემია SARS-ით. (მწვავე მძიმე რესპირატორული სინდრომი/ ატიპიური პნევმონია).

17 წლის წინ SARS-ით კონტინენტურ ჩინეთში 349 ადამიანი დაიღუპა, ჰონგ-კონგიში კიდევ 299. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მსოფლიოში 774 ადამიანი შეადგინა.

ამ მონაცემების საფუძველზე უცხოური მედია გლობალურ ეპიდემიებს იხსენებს, რომელთაგან ბოლო 1918 წელს მოხდა. მაშინ ესპანურმა გრიპმა იმსხვერპლა მეტი ადამიანი, ვიდრე პირველმა მსოფლიო ომმა.

ვირუსს ჰქონდა ბევრი სიმპტომი და გართულება, როგორც ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, გრიპს ხშირად თან სდევდა ბაქტერიებით გამოწვეული პნევმონია. ფილტვების ანთება იყო გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ესპანური გრიპის დროს.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბავშვებსა და ახალშობილებში ახალი კორონავირუსი - 2019-nCoV შედარებით მარტივ ფორმებში მიმდინარეობს და იწვევს ნაკლებ სერიოზულ გართულებებს, ვიდრე შუახნის და მხცოვან ადამიანებში. ესპანური გრიპისგან კი ძირითადად ახალგაზრდა ადამიანები დაიღუპნენ.

როსკილეს უნივერსიტეტის პროფესორი ლონე სიმონსენი, 1992 წლიდან ეპიდემიებს - წითურას, ჭირს, ესპანურ გრიპს, ღორის გრიპს და ებოლას იკვლევს, გამოცემა Berlingske-თან მან განაცხადა, რომ ვირუსის შესახებ ახალი მონაცემები მას აშფოთებს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ ჩინური კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდმა შესაძლოა ორ კვირას მიაღწიოს, სიმპტომები კი ყველა ინფიცირებულს არ უვლინდება და ისინი ავრცელებენ ინფექციას ისე, რომ ამის შესახებ არც იციან.

მაგრამ არის პოზიტიური მომენტებიც, ატოპიური პნევმონიის ეპიდემიის დროს 17 წლის წინ, როდესაც ადამიანები პირველად კორონავირუსს წააწყდნენ, ვაქცინის შექმნის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზის წარმატებით დასრულება მოხერხდა. სიმონსენის აზრით, ეს გამოცდილება დაეხმარება სწრაფად შეიქმნას ვაქცინა ამჯერადაც.

ჰონგ-კონგელმა მეცნიერებმა კი უკვე განაცხადეს ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკური ვაქცინის შექმნის შესახებ, თუმცა მის კვლევას, ტესტირებას და დამტკიცებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს და ადამიანებზე გამოცდა შესაძლოა მხოლოდ მომავალ წელს დაიწყოს.

იხილეთ ასევე: ცუდი და კარგი ამბავი ახალ ჩინურ კორონავირუსზე, რისი გაგებაც გინდოდათ - რა რეკომენდაციებს გვაძლევს ექიმი კომაროვსკი?

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება