მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
7 თებერვალს კი სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს ცეცხლის სტიქიის ვერძის ზოდიაქოში. სიყვარული იქნება ცეცხლით აღსავსე, აქტიური და ენერგიული. მაგრამ ასევე, მოიმატებს ეგოიზმი, კამათი, აგრესიულობა და სულსწრაფობა.
კვირის მთავარი მოვლენა კი 8-11 თებერვალს ხდება - შაბათ-კვირას და ორშაბათს. სავსემთვარეობაზე იძაბება სიტუაცია. მოტყუების ტენდენციაც გააქტიურდება.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის:
ვერძი - აქტიური და წარმატებული ხართ. საუკეთესო ლიდერი იქნებით. შეიძლება ბიზენსაქმიანობაში ჩაერთოთ, რომელიც წარმატებას მოგიტანთ. პირად ურთიერთობებისთვისაც კარგი დროა, შარმიანი ხართ.
კურო - ცოტა დაღლილობას იგრძნობთ, ნუ გადაიტვირთებით. სარისკო მოქმედებას მოერიდეთ და ზედმეტი პასუხილმგებლობა არ აიღოთ საკუთარ თავზე. ამ კვირაში თქვენ 2 პრობლემა გაქვთ - დაბალი ენერგოტონუსი და ყველა სახის ფინანსური საქმეები, უნდა გადადოთ ფინანსური აქტივობები - სარისკო ფინანსური მოქმედებები და დანაკარგები შეიძლება გქონდეთ. თუმცა კარიერისთვის კარგი დროა, შეიძლება ახალი თანამდებობა ან საინტერესო იდეა გაჩნდეს.
ტყუპი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. უცხოელებთან კონტაქტისთვის და უცხო ენების ათვისებისთვის მშვენიერი დროა. იდეების გენერირებას მოახდენთ, რომანტიული ურთიერთობისა და ახალი თავგადასავლებისთვის კარგი დღეებია. იაქტიურეთ, თქვენი დროა.
კირჩხიბი - თქვენი ენერგოტონუსი შედარებით დაცემულია, ძალიან ნუ დაიტვირთებით. ინტუიციაც კი შემცირებული გაქვთ. თუმცა ძველი შეცდომების გამოსწორების და ახალი საძირკველის ჩადების შესაძლებლობა გექნებათ. გენიალური პერიოდი არ არის, მაგრამ არც ძალიან ცუდია.
ლომი - შარმიანი, აქტიური და იღბლიანი ხართ. თანადგომას ყველასგან იგრძნობთ. პარტნიორული ურთიერთობისთვის კარგი დროა, შეიძლება მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. წარმატებული და ქარიზმატული ხართ.
ქალწული - ენერგოტონუსი დაბალია, ზედმეტად ნუ გადაირტვირთებით. სარისკო მოქმედებებს უკუჩვენება ექნება, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, თუმცა ძველი საქმეებიდან შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
სასწორი - თქვენ ხართ ერთ-ერთი ფავორიტი. საოცარი შარმი და დიპლომატი ხართ, თქვენ გაქვთ ნებისმიერი რთული საკითხის კომპრომისების ან დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შანსი. საქმეებს მშვიდობიანად მოაგვარებთ. რომანტიული კავშრებისთვისაც კარგი დროა.
მორიელი - სასიკეთო ცვლილებები გექნებათ, შეიძლება ოჯახის წევრებმა ან პარტნიორმა გაგახაროთ. ინტუიციაც კარგი გაქვთ და საკუთარ პრობლემებში გარკვევას შეძლებთ. ეს კვირა თქვენთვის საქმიანი კუთხით სასიკეთოა.
მშვილდოსანი - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვისა და წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის კარგი პერიოდია. იაქტიურეთ ეს თქვენი დროა.
თხის რქა - თქვითგამორკვევისა და საქმიანობის კუთხით კარგი პერიოდი გაქვთ. ერთადერთი სისუსტეა - ენერგოტონუსის დაცემა. არ გაცივდეთ.
მერწყული - საუკეთსო დროა. იდეების რეალიზება შეგეძლებათ, თუმცა სულსწარფობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ.
თევზები - ყურადღებით იყავით, ეს თქვენთვის წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ბოლო, ცუდი პერიოდია. ყველანაირ საქმიანობას ერიდეთ, რადგან არ იმუშავებს და ნერვებს მოგიშლით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა