მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკმა სტარტი აიღო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. პირველ ბანაკელებს წყნეთში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა მასპინძლობს.
სახელმწიფო დაფინანსებით, ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი) 60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000-მდე სკოლის მოსწავლე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპისა და მასშტაბის ბანაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად ახორციელებს.
მოსწავლეთა რაოდენობა თითოეულ ნაკადში, ლოკაციების მიხედვით განსხვავებულია და საშუალოდ130-დან 300 ბავშვამდე შეადგენს.
ბანაკებში მონაწილეობას მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან. მათ შორის-წარჩინებული მოსწავლეები, მცირეკონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობები, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები და სხვა.
წელს ანაკლიის ბანაკის განხორციელებაში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც, ხოლო მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში, ბანაკი განხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად.
ბანაკის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება