მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გრიპის სეზონი კვლავ აქტიურ ფაზაშია და მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა გარკვეული საკითხები გადაფარა, A და B ტიპის გრიპს, რომელიც ჩვენ ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს, მაინც ვერსად გავექცევით. ექიმები კი ამ ყველაფრისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად გადასხმას გვთავაზობენ.
გაცივდი - გადასხმა! გრიპი გაქვს - გადასხმა! თავი გტკივა - გადასხმა! მოიწამლე - გადასხმა!
Etaloni.ge-მ გადაწყვიტა სპეციალისტთან გაერკვია, ნამდვილად ასეთი ეფექტურია თუ არა გაციებისა თუ გრიპის დროს გადასხმა და ზოგადად, რამდენად მოქმედებს ძვირიანი წამლების იაფი ალტერნატივები ჩვენ ჯანმრთელობაზე.
პედიატრი, პროფესორი ქეთი ნემსაძე აცხადებს, რომ გრიპისა თუ გაციების დროს ფიზიოლოგიური გადასხმა უდავოდ ეფექტურია, რადგან ესაა ორგანიზმში სითხის აღდგენის საუკეთესო საშუალება.
„ახლა ცოტა შემცირდა პაციენტთა რაოდენობა, ისეთი ნაკადი აღარაა, როგორიც რამდენიმე კვირის წინ იყო“, - აღნიშნავს ქეთი ნემსაძე და სეზონური გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აცრას ასახელებს: „გადასხმა უდავოდ ეფექტური საშუალებაა, თუმცა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაგვიცავს ავადობისგან.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ გაციება დაავადება არაა, რეალურად კი ის გადამდებია. ამიტომ, ჩემი რეკომენდაცია იქნება - ხელი დაიბანეთ ხშირად! განსაკუთრებით ეს ეხება ბავშვებს. ხელის ხშირი დაბანა და პირბადე პრევენციაა, დანარჩენი ყველაფერი კი აბსოლუტური ტყუილია“, - აცხადებს ქეთი ნემსაძე და განმარტავს, რომ ცხვირზეც კი არანაირი პრეპარატის წასმა არ არის რეკომენდებული და ჩვენ უბრალოდ რეკლამის მსხვერპლი ვართ. ნიღაბი კი ხელოვნურ ბარიერს ქმნის.
ხოლო რაც შეეხება ბავშვების კვებას, როგორც ქეთი ნემსაძე აღნიშნავს, გაციების ან გრიპის დროს ბავშვმა უნდა მიიღოს ბევრი სითხე, თუმცა აქ არ იგულისხმება დაშაქრული კომპოტი.
„თუ მაინცდამაინც ხილის ნახარში უნდა დავალევინოთ, სასურველია, ის არ იყოს დაშაქრული. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სასმელი სითხედ, რადგან ტკბილი სასმელი ასეთად არ მიიჩნევა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და გადაინაწილეს საკითხები
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია