მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის უმაღლესი კომსარის დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანის ხელმძღვანელობით. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრა.
სტუმართა შორის იმყოფებოდა სომხეთის დიასპორის მეცნიერებისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ჰაიკ ენგიბარიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საელჩოს პრეს-მდივანი ჰარიუტ ჰაირაპეტიანი, დიპლომატები - არტაკ გრაბსკი და არტურ სარქისიანი.
ვიზიტის მიზანი იყო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხედრა, მათი საქმიანობის გაცნობა.
სტუმრებს მასპინძლობდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხი მიაწოდეს სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ, დირექტორის მოადგილემ ასმიკ პაპიკიანმა. შეხვედრაში მონაწილეობდა ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც