წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში მეუფე ნაომ შავიანიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
06-02-2020
დაკოპირებულია
-
+
5 თებერვალს, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში მეუფე ნაომ შავიანიძისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო- „მიტროპოლიტი ნაუმი 130“ ჩატარდა.
ღონისძიება გიმნაზიის მოსწავლე- ახალგაზრდობის ჩართულობით მომზადდა და მას გიმნაზიის კომუნიკაციების მენეჯერი ნაზი თედორაძე უძღვებოდა.
„დიდი ადამიანები დიდებად იბადებიან და სიკვდილის შემდეგაც დიდებადვე რჩებიან, სხვები უბრალოდ იბადებიან, უკეთეს შემთხვევაში, იზრდებიან და კვდებიან”,- ბრძანებდა მიტრიპოლიტი ნაუმი.
მიტროპოლიტი ნაუმი იმ ღირსეულ მღვდელმთავართა დასს ამშვენებდა, რომელთაც ფასდაუდებელი შრომა გასწიეს უძველესი ქუთაის-გაენათის ეპარქიის აღორძინების საქმეში. მეუფე ნაუმმა დევნისა და შევიწროვების მიუხედავად, შეინარჩუნა სულიერი მხნეობა და ბოლომდე ემსახურა უფალს და მასზე მინდობილ ქუთაისი-გაენათის ეპარქიას, როგორც მწყემსმა კეთილმა“,- წერს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეთა საუბარს მიტროპოლიტ ნაომის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ თან ახლდა გიმნაზიის მგალობელთა გუნდ „ივერონის“ საგალობლები (ლოტბარი: რევაზ ონიანი). საღამოს ესწრებოდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის რექტორი, მეუფე იოანე, მოწვეულ სასულიერო პირებსა და მეუფე ნაუმი შავიანიძის შთამომავლებთან ერთად.
საღამოს დასასრულს დამსწრე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მეუფე იოანემ, ისაუბრა ამ დიდებული ადამიანის ღვაწლსა და ამაგზე.
საღამოს ასევე ესწრებოდნენ მეუფე ნაუმის შთამომავალი მარინა შავიანიძე ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ერთად. მან ბოლოს დიდი მადლობა გადაიხადა მოწვევისა და საინტერესო ღონისძიებისთვის და მეუფის ცხოვრებასა და გიმნაზიას მოღვაწეობაზე დაწერილი წიგნი უსახსოვრა.