სიახლეები
სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 127 სტუდენტი ჩაირიცხა
28-09-2016
-
+


სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონია გამართა. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნენსი ლი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. 

სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დელეგაცია. ამერიკელმა  პროფესორებმა სიტყვით მიმართეს შეკრებილ პირველკურსელებს და მიულოცეს  მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება.

2016 წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 127 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 55 გოგონაა. სტუდენტთა მეორე ნაკადი საკმაოდ მრავალფეროვანია. არიან სტუდენტები თბილისიდან და საქართველოს ყველა რეგიონიდან, აგრეთვე 12 საერთაშორისო სტუდენტი, ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან და ამერიკელი გაცვლითი სტუდენტები სან დიეგოს კალიფორნიის კამპუსიდან.

წელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის. „ეს უკვე ტრადიციად იქცა და მოხარულები ვართ, რომ აბიტურიენტი, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულები მიიღო ეროვნულ გამოცდებზე ჩვენს უნივერსიტეტში ისწავლის. წინა წელს ეს იყო დავით სოსელია, წელს კი ეს სტუდენტი გოგონაა - თამარ მენთეშაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტები ტექნოლოგიურ მიმართულებებს ირჩევენ,“ განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში დოქტორმა კენ უოლშმა.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში - 35,000 სტუდენტით და 120 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში 2015 წლიდან ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. 

აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქულას მუშაობის დასრულებისთანავე დაინახავთ - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი აგრძელებს მომავალი პედაგოგების წამახალისებელ სასტიპენდიო პროგრამას

რა შემთხვევაში არ შეინახავს ელჟურნალი განმავითარებელ კომენტარს - ეს უნდა გაითვალისწინოთ

ცვლილება მასწავლებელთა საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესში - დოკუმენტი

მასწავლებლების დანამატები 2025 წელს ორჯერ გაიზრდება - გადაწყვეტილება უკრაინის პედაგოგებს ეხება

პიროვნება

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“

სპორტული შეჯიბრებები, რადგან ამ დროს იქმნებოდა საუკეთესო, პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო და მიყალიბდებოდა ემპათიის უნარი თანატოლის მიმართ 

ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი მიზანდასახულნი, შრომისმოყვარენი და შემოქმედებითნი არიან
სკოლები

მათ იცეკვეს, იმღერეს, სიტყვა წარმოთქვეს და შემოდგომაზე ვრცლად ისაუბრეს

არმატებულ სპორტსმენებს სკოლაში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

 ღონისძიებას მასწავლებლები:  ლალი წულაია და ელენე სიხარულიძე, ხელმძღვანელობდნენ 

საინტერესო

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

AI განმარტებით, მასწავლებლის ჩაცმულობა მაინც დამოკიდებულია სკოლის კულტურასა და პოლიტიკაზე 

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა - რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და მშობლებმა

სიახლეები
საზოგადოება