მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 სკოლაში მეოთხე კლასის გამოსაშვები ზეიმი ჩატარდა.
ზეიმს ესწრებოდნენ: მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები.
ღონისძიება გახსნა IVკლასის დამრიგებელმა ციალა აფციაურმა, რომელმაც მიულოცა მოსწავლეებსა და მშობლებს დაწყებითი საფეხურის პირველი ეტაპის დამთავრება და უსურვა სამომავლოდ წარმატებები.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს I-IVკლასებში სწავლის პროცესში გამომუშავებული უნარ-ჩვევები. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, წარმოთქვეს მისასალმებელი სიტყვა, იმღერეს, იცეკვეს და წარმოადგინეს იუმორისტული სცენები.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს მიულოცეს მშობლებმა. ერთ-ერთმა მათგანმა მოსწავლეებს მიუძღვნა ლექსი და უსურვა წარმატებები სწავლაში.
ღონისძიებამ სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა დამსწრე საზოგადოებაზე.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.