სიახლეები
საინტერესო

„კევს თუ გადაყლაპავ, მუცელში ნაძვი ამოგივა“, „თვალს თუ დაიელმებ, ასე დარჩები“ - რატომ გვატყუებდნენ მშობლები?
08-02-2020
-
+


ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ბუნებრივია, კარგად გვახსოვს უფროსების არგუმენტები, რატომ არ შეიძლებოდა ღამით კევის ღეჭვა ან თვალების განგებ დაელმება... შესაბამისად, ბევრ ბავშვს ეგონა, თუნაძვის კევსშემთხვევით გადაყლაპავდა, ერთ დღეს მუცელში ნაძვი გაეზრდებოდა; თუ ვინმე ასლოკინებდა, აუცილებლად ისე უნდა შეეშინებინათ, სლოკინი კი არა, საკუთარი სახელიც დავიწყებოდა... აღარაფერს ვამბობთ იმაზე, ხვლიკის კუდი სათვალისთვისთვის რომ უნდა წაესვათ და კიდევ უამრავი მითი, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა განგებ შექმნეს.

წლების შემდეგ, მეცნიერებმა ამ დეზინფორმაციას საფუძვლიანი არგუმენტები დაუპირისპირეს და Etaloni.ge რამდენიმე მათგანზე გაამახვილებს ყურადღებას


ჭამის შემდეგ ცურვა კუნთის კრუნჩხვას იწვევს

ეს მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება, რადგან ჭამის შემდეგ სისხლი საჭმლის მომნელებელი სისტემიდან პირდაპირ კუნთებს მიეწოდება; რაც განაპირობებს იმას, რომ თქვენ გექნებათ ნაკლები ენერგია, მაგრამ კრუნჩხვა ნამდვილად არ გემუქრებათ.


სტაფილო მხედველობას აუმჯობესებს

სინამდვილეში, სტაფილოს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მხედველობის ხარისხზე. ფაქტია, ჩვენი ფოტორეცეპტორები უკეთ ვერ იმუშავებს მხოლოდ იმის გამო, სტაფილოს ან სხვა ბოსტნეულს თუ მივირთმევთ.


თვალს თუ დაიელმებ, ასე დარჩები!

ესეც მორიგი სიცრუე ჩვენი წინაპრებისგან. უოლტერ მოტლი, ცინცინატის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის კათედრის დოცენტი, ირწმუნება, რომ მსგავსი საფრთხე ბავშვებს არ ემუქრებათ. ასე რომ, მსგავსი საქციელის უზნეობას თუ არ ჩავთვლით, სხვა მავნებლობა თვალის დაელმებას არ ახასიათებს.


კევი თუ გადაგეყლაპა, 7 წელი კუჭში დარჩება!

ესეც მორგი მითია, რომელიც მან შექმნა, ვისაც კევის ღეჭვა სხვდასხვა მიზეზის გამო არ შეეძლო. სინამდვილეში კი, საღეჭი რეზინი, ისევე, როგორც სხვა პროდუქტი, ორგანიზმიდან სრულად გამოიდევნება.

უნდა შევაშინო, სლოკინი რომ გავუჩერო

სლოკინი, ესაა დიაფრაგმის სპაზმი, რომლეიც შიშის ფონზე ქრება. ეს მოსაზრებაც მცდარია და ტყუილად გვგონია - თუ ადამიანს ისე შევაშინებთ, მისი ყვირილი მეზობელ სახელმწიფოში ისმოდეს, ამით სლოკინს გავუჩერებთ. ასე რომ, გულს ნუ გაუხეთქავთ ადამიანებს.


ხელის გატკაცუნება ართრიტს იწვევს

ესეც მორიგი ტყუილია უზნეობის აღსაკვეთად - ხელის გატკაცუნებისას, სახსრებიდან უბრალოდ ჰაერი გამოიდევნება და მეტი არაფერი.


საბნის ქვეშ კითხვა აბრმავებს

ეს მოსაზრება სიმართლეს რაღაც დოზით მაინც რომ შეესაბამებოდეს, მაშინ ყველა ჩვენი წინაპარი, რომელიც ჯერ კიდევ იმ პერიოდში კითხულობდა ლიტერატურას, როცა ელექტროენერგია არ იყო, უნდა დაბრმავებულიყო.


შაქარი იწვევს ჰიპერაქტიურობას ბავშვებში

ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის შაქრის ზემოქმედება ბავშვების ქცევაზე. ასე რომ, თქვენი შვილის მოჭარბებულ ენერგიას, მხოლოდ შაქარასაც ნუ დააბრალებთ.



თბილი რძე დაძინებაში გვეხმარება

კლინიკური ფსიქოლოგის, მაიკლ ბერუსის თქმით, რომელიც ძილის დარღვევებზე სპეციალზდება, რძე ნამდვილად შეიცავს ტრიპტოფანს (რაც დაძინებაში გვეხმარება), მაგრამ იმდენად მცირე დოზით, რომ ტკბილი ძილისთვის მოგვიწევს ათობით ლიტრი რძის დალევა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება