სიახლეები
სიახლეები

„ოჯახის, ბავშვის და სკოლის საოცარი ურთიერთობის ხელშემწყობი პროექტი“ - ეტალონი დამრიგებლის შეფასება
06-02-2020
-
+


„ვიცოდი, რომ წარმატება და აღიარება მოყვებოდა ჩვენ ძალისხმევას“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 71-ე სკოლის პედაგოგმა, მადონა მეტრეველმა, რომლის სადამრიგებლო პირველი კლასის აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია  izrune.ge-ში; თუმცა მზრუნველი პედაგოგი პროექტის მნიშვნელობაში ბევრად ადრე, ჯერ კიდევ მაშინ დარწმუნდა, როდესაც განათლების სამინისტროში მიწვეულ რამდენიმე პედაგოგს ინოვაციური პროექტის  არსი გააცნეს; შემდეგ კი, როგორც თავად გვიამბობს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი  სკოლას ესტუმრა და ასე ჩაერთო თბილისის 71-ე საჯარო სკოლა izrune.ge-ში.

იმ პერიოდში ქალბატონ მადონას მეოთხეკლასელები ჰყავდა და ბავშვებიც მაშინვე დაინტერესდნენ სიახლით; ახლა კი მადონა მეტრეველი პირველკლასელთა დამრიგებელია და თამამად შეიძლება ითქვას, izrune.ge-ს პარტნიორობა ერთგვარ ტრადიციად ქცეულა მისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პატარები  ანბანის ყველა ასოს ჯერ არ გასცნობიან, ყველა მოსწავლე მონაწილეობს izrune.ge-ს ტესტირებაში და ჯერ მეგობრული, შემდეგ კი სუპერკლასის  ტიტულიც მოიპოვეს, ახლა კი მომავლის კლასის წოდებისთვის იბრძვიან და როგორც ქალბატონმა მადონამ გაგვიმხილა, ამ საკითხს პატარები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან - აპირებენ, ლოზუნგიც კი მოიფიქრონ, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გახდეს თვალსაჩინო მათი წარმატება.



- ჩვენი, 71-ე სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროექტში ჩაერთო... მაშინ  მეოთხეკლასელები მყავდა; წელს კი ახალი ნაკადი მივიღე, პირველკლასელები, რომლებმაც სექტემბერში შემოაღეს სკოლის კარი და უკვე აქტიური იზრუნელები არიან. თავიდან, მოსწავლეთა უმეტესობა ჩაერთო, მოგვიანებით კი, მსურველები დაემატა და ახლა  ჩემი სადამრიგებლოს ასი პროცენტი ჩართულია izrune.ge-ში.

- მოსწავლეთა ასეთი აქტიურობა, ალბათ, თქვენი დამსახურებაცაა, ქალბატონო მადონა.

- ბავშვები არიან ძალიან მონდომებულები... მოგეხსენებათ, ბავშვების უმრავლესობა სახლში გადის ტესტირებას და ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ მშობელი და ბავშვი ერთობლივად მუშაობენ. მშობლებიც ჩართულები არიან პროექტში, უკითხავენ ბავშვებს კლასგარეშე ლიტერატურას, ერთად განიხილავენ გარკვეულ საკითხებს და ბავშვებიც მოუთმენლად ელიან ხუთშაბათს რათა კიდევ ერთხელ მიაღწიონ წარმატებას, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. პარასკევს კი, სკოლაში მოსულები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ...

შეუძლებელია, არ აღვნიშნო ზოგადად, პროექტის მნიშვნელობა -  გვინდა თუ არა, ბავშვის ურთიერთობა ტექნიკასთან შეუქცევადი პროცესია; რთულია, მივაღწიოთ იმას, რომ  დღის განმავლობაში არ დაჯდეს კომპიუტერთან და ამიტომ, აჯობებს, ეს ყველაფერი სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ასეთ დროს იკვეთება მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა. ბავშვმა იცის, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში გარკვეული დავალება უნდა შეასრულოს და  ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს - ბავშვი დამოუკიდებლად აზროვნებს, თუმცა ტესტირებას მშობელთან ერთად გადის, რომელიც ეხმარება წაკითხულის გააზრებაში, ხშირად პატარებს გარკვეული საკითხების შეხსენება სჭირდებათ...



- და არცთუ იშვიათად, ბავშვები აქეთ ახსენებენ მშობლებს გარკვეულ საკითხებს, ხომ?  

- დიახ, ასეც ხდება - მშობლებს არაერთხელ უთქვამთ, სწორი პასუხი ჩვენ არ გვახსოვდა და ბავშვებმა შეგვახსენესო. izrune.ge მშობლისა და ბავშვის საოცარი ურთიერთობის ხელშემწყობი პროექტია.

- გამოდის, izrune.ge ოჯახების ერთიანობას უწყობს ხელს?

- დიახ, უდავოდ... ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ ამას.  ხშირად გვიფიქრია მასწავლებლებს, მივუთითოთ ბავშვებს, რომ დამოუკიდებლად იმუშაონო, მაგრამ ამ იდეაზე უარი გვითქვამს. ისეთი ცხოვრება მოვიდა, რაღაცნაირად ვშორდებით ადამიანები ერთმანეთს; მშობელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს საშუალება, ბავშვთან დიდი დროს გაატარო, izrune.ge ტესტირება კი სწორედ ამ ერთიანობას უწყობს ხელს.

- ქალბატონო მადონა, „წიგნიერების დღე“ ახლოვდება. ბავშვებმა გარკვეული ლიტერატურა უნდა წაიკითხონ, არადა ანბანის ყველა ასო არც იციან.

- დიახ, ასეა, თუმცა ეს ბარიერი არაა ჩვენთვის. წიგნის საჯაროდ კითხვის დღეც კი წარმატებით ჩავატარეთ - „ტ“ ასოზე ვართ და შევიტანე ტესტი, სადაც გამახვილებული იყო ყურადღება ამ ასოზე, მივეცი ბავშვებს ჯგუფური სამუშაო,  ტექსტის მიხედვით და კითხვების საშუალებით უნდა შეედგინათ პატარა მოთხრობა, გაეკეთებინათ ილუსტრაციები, შემდეგ ერთ ფაილად ავკინძეთ და მივიღეთ ერთი დიდი წიგნი, რომლესაც სხვა პირველკლასელებს წავუკითხავთ. ასე შევიტანეთ საკუთარი მცირე წვლილი წიგნის საჯაროდ კითხვის დღეში.

რაც შეეხება „წიგნიერების დღეს“, ჩვენ კლასში პატარა ბიბლიოთეკა გვაქვს; ბავშვები თვითონ აქტიურობენ, მოაქვთ წიგნები, ერთმანეთს უამბობენ წაკითხულს და ამგვარად, ნელ-ნელა  მივაღწევთ მიზანს - დარწმუნებული ვარ, წიგნი შეუყვარდებათ და მიხვდებიან, რომ მხოლოდ ელექტრონულ ნივთებზე არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი.



- როგორც ვიცი, კიდევ ერთი მიზანი გაქვთ - „მომავლის კლასის“ ტიტულის მოპოვებას აპირებთ. 

- პირველ ყოვლისა, გეტყვით, რომ ჩემი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ასეთი ტიტულები ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მოტივაციას აძლევს მათ. ჯერ მეგობრული კლასი ვიყავით, ახლა სუპერკლასი ვართ... ბავშვები მონდომებულები არიან, უნდათ, ლოზუნგი მოიფიქრონ და კლასში გამოფინონ, რათა ყველასთვის იყო თვალსაჩინო. „მომავლის კლასი“ აუცილებლად გავხდებით, მანამდე კი „სუპერ კლასი“ ვართ, ჩემი პატარები კი სუპერ ბავშვები და მათზე ეს შეფასება ჯადოსნურად მოქმედებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას

izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“  ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს

ანაზღაურება 1250 ლარია - მანდატურების ვაკანსიები გამოცხადდა

პედაგოგებს ვადა 11 თებერვლამდე აქვთ - რა დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ მასწავლებლის სახლში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია

 ანა კალანდაძის ამღერებულ ლექსებში გაცოცხლებულმა ლამაზმა საქართველომ მოსწავლეთა აღფრთოვანება გამოიწვია

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება