მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„გარდაბნის ეტალონი მოსწავლე“ მარიამ მარტიაშვილი გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავს და ჩვენც გვიზიარებს:
„ესეთ მასშტაბურ პროექტში ეს ჩემი პირველი მონაწილეობა იყო და გამოცდილების ნაკლებობის გამო არ ველოდი გამარჯვებას. კითხვების დასრულების შემდეგ ვფიქრობდი, რომ შემდეგში აუცილებლად კიდევ ვცდიდი ბედს. ჩემი სახელი და გვარის გაგებამ ძალიან გამაბედნიერა. ეს ჩემთვის იქნება უდიდესი მოტივაცია და შემდეგი ეტაპისთვის განსაკუთრებულად მოვემზადები“.
ენის ბარიერის მიუხედავად, დიდი მონდომების და გამბედაობის დამსახურებით, ფინალისტებს შორის მოხვდა და საამაყო მეორე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანურენოვანი - ყარაჯალას საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ტურბაი კულიევმა:
„ეტალონი“ ძალიან მომწონს, ვთვლი, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან ხშირად უნდა გაიმართოს, რადგან ინტელექტუალური თამაშები ბავშვებს ხელს გვიწყობს განვითარებაში. მინდა სხვა ბავშვებსაც ვუთხრა რომ არ შეუშინდნენ ენის ბარიერს და აუცილებლად სცადონ მონაწილეობა - არ შეეშინდეთ ნაბიჯის წინ გადადგმა და დაძლიონ ბარიერები“.
ყარაჯალას საჯარო სკოლის დირექტორი მუჰამედ ხალიროვიც მოსწავლეებს გამბედაობისკენ მოუწოდებს:
„დღეს ძალიან გახარებული ვარ, ტურგაი ჩვენი სკოლის ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა. ყოველთვის მოწესრიგებულია და ორიენტირებულია სწავლაზე. ვფიქრობ დღეს მან დაამტკიცა, რომ არანაირი ბარიერი არ არსებობს, როცა ადამიანი მონდომებულია. მადლობა მინდა გადავუხდო პროექტ „ეტალონს“, რომ ბავშვებს თავიანთი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები