სიახლეები
სიახლეები

„მივეჩვიოთ ამას“ - ამირან გამყრელიძის მორიგი მიმართვა და რეკომენდაციები სკოლებსა და ბაღებს
07-02-2020
-
+


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს მორიგი ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა გააცნო. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჰიგიენური პირობების დაცვისკენ მოუწოდა.

„განსაკუთრებით მინდა მივმართო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს. სკოლებს, ბაგა-ბაღებს და უმაღლეს სასწავლებლებს, რომ ამ პერიოდში, თუნდაც არ იყოს საშიშროება კორონავირუსული ინფექციის, გრიპის სეზონია ქვეყანაში და გრიპისგან, რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის ყველაზე კარგი საშუალება არის სწორი ჰიგიენური პირობების დაცვა.

ამიტომ მივეჩვიოთ ამას - როგორც თანდათან შემოვიდა ქვეყანაში კულტურა და იზრდება მოთხოვნილება გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, და იცით, რომ წელს შარშანდელთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი ავცერით და ამიტომ ამის დამსახურებაც არის გრიპის სეზონი წელს შედარებით მშვიდად მიმდინარეობს.

კორონავირუსის პროფილაქტიკა ზუსტად იგივეა, რაც ვთქვათ ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის და თუ აქაც მივეჩვევით ე.წ. ჰიგიენური პირობების დაცვასა და პირადი ჰიგიენის დაცვას განსაკუთრებით დიდი თავშეყრის ადგილებში, ე.წ. ხელის ჰიგიენას, ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ  რესპირატორული დაავადებების გავრცელების რისკს.

მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს თითოეული დაწესებულება ხელის სადეზინფექციო საშუალებებით და თუ ეს არ არის, მაშინ საპონი მაინც იყოს ყველგან, რომ ადამიანმა ხშირად დაიბანოს ხელები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება