ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ციალა სამუშია სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის დაჯილდოვდა
07-02-2020
დაკოპირებულია
-
+
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ციალა სამუშია პროგრამის-„მომავალი თაობა“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის, ტექნიკით დაჯილდოვდა.
ციალა სამუშია პედაგოგ რუზანა კონჯარიასთან ერთად ობუჯის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის-„ქიაჩი“ ხელმძღვანელია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სამოქალაქო კლუბი „ქიაჩი“ აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH Iნტერნატიონალ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID )დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
ამ კლუბმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლების, ციალა სამუშიასა და რუზანა კონჯარიას, ხელმძღვანელობით არა ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა.
„განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა მონაწილეობა „ტექნიკის კონკურსში“. ამ კონკურსში მონაწილეობდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის 8 სკოლა და სამოქალაქო განათლების 4 პედაგოგი. გაიმარჯვა სამმა სკოლამ (მათ შორის ობუჯის N1 საჯარო სკოლამ) და ოთხმა პედაგოგმა, მათ შორის ჩვენი სკოლიდან ქალბატონმა ციალა სამუშიამ, რომელიც დაჯილდოვდა ლეპტოპით. ვულოცავთ ქალბატონ ციალას და მის გუნდს ამ გამარჯვებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლა კლუბ „ქიაჩის“ წევრებს, მათ აქტიურ ლიდერს, თეკლე შონიას და ხელმძღვანელ მასწავლებელს, ციალა სამუშიას მადლობას უხდის.