მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ სხდომაზე განაცხადა, რომ „სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ" კანონში ცვლილებები იგეგმება, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და ბაღებში მავნე სურსათის შეტანა შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს.
„განსაკუთრებით გამოვყოფ ადრეული და სასკოლო დაწესებულებების კვების პრობლემატურ საკითხებს და მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს პირობები როგორც საჯარიმო სანქციების, ასევე პასუხისმგებლობის კატეგორიების ნაწილში.
ჩვენ ვიცით, რომ არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, როგორც ბაღებში, ასევე სკოლებში. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი სანქციაა საჭირო. მათ შორის, არ გამოვრიცხავთ დავაყენოთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მავნე სურსათი იქნება ბაღებსა და სკოლებში შეტანილი. ვამუშავებთ სამუშაო ვერსიას და ვგეგმავთ, 2020-2021 სასწავლო წელს ეს რეგულაციები უკვე ასახული იყოს კანონში“, - განაცხადა დანელიამ.
აღნიშნული ცვლილებების თაობაზე კანონის პროექტის პარლამენტში დარეგისტრირება უახლოეს მომავალში იგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა