მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოქტომბრიდან დირექტორებსა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებს 30 პროცენტით უნდა მომატებოდათ ხელფასი, თუმცა ეს პროცესი დროში საკმაოდ გაიწელა. როგორც კი საშტატოები დამტკიცდებოდა, დანამატიცა და სხვაობაც ყველას მაშინ უნდა დარიცხვოდა - ასეთი იყო ოფიციალური პასუხი. განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში განგვიმარტეს, რომ 2019 წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციების თანამშრომლებს მომატებული ანაზღაურება დაერიცხებოდათ.
თუმცა როგორც ირკვევა, ამ დრომდე ზოგიერთი სკოლის დირექტორს მომატებული ხელფასი არ მიუღია და ბუნებრივია, დავინტერესდით, რა არის ამის მიზეზი.
განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, რომ საშტატოების დამტკიცება და ასევე ყველა მონაცემის გადამოწმება დროში გაიწელა, რის გამოც ვერ მოხდა ხელფასების მომატება.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურში კი დაგვიკონკრეტეს, რომ მიზეზი მხოლოდ ტექნიკური საკითხია, 2 ათასზე მეტი საჯარო სკოლის მონაცემი უნდა გადამოწმებულიყო საშტატოები დამტკიცებულიყო და შესაძლოა, მართლაც დარჩა რამდენიმე სკოლის ადმინისტრაცია ხელფასის მატების გარეშე, თუმცა ესეც დროებითია - როგორც კი ყველა მონაცემი გადამოწმდება, ისინი მაშინვე მიიღებენ მომატებულ ანაზღაურებასაც და ოქტომბრიდან კუთვნილ სხვაობასაც; ხოლო თუკი დამატებითი კითხვები აქვთ და ინფორმაციის დაზუსტება სურთ, დირექტორებს შეუძლიათ, მიმართონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზს ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა