სიახლეები
სიახლეები

სად უხდიან ყველაზე მაღალ ხელფასს მასწავლებლებს? - 10 ქვეყანა, სადაც პედაგოგებს კარგი ანაზღაურება აქვთ
09-02-2020
-
+


სად აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი მასწავლებლებს? - ქვეყნების რეიტინგს, სადაც პედაგოგები დიდ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აქვეყნებს. 

გთავაზობთ, OECD-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყნების ჩამონათვალს: 

მასწავლებლებს ყველაზე მაღალი ხელფასი ლუქსებმურგში აქვთ. აქ დამწყებ პედაგოგი წლიურად საშუალოდ 108 ათას დოლარზე მეტს, ხოლო 15 წელზე მეტი გამოცდილების მქონე მასწავლებელი კი 116 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს. 

მეორე ადგილზე მოხვდა გერმანია, სადაც დამწყებ პედაგოგს 74 ათას დოლარზე მაღალი წლიური შემოსავალი, ხოლო 15 წლის სტაჟის მქონეს კი 85 ათას დოლარზე მეტი აქვს. 

პედაგოგის წლიური ანაზღაურება 63 ათასიდან 76 ათას დოლარამდე მერყეობს და ამ მონაცემით რეიტინგში მესამე ადგილზეა ნიდერლანდები

რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა კანადა. როგორც აღმოჩნდა, აქ მასწავლებლის გამოცდილება ხელფასზე არ აისახება და დამწყებსაც და დამსახურებულ მასწავლებელსაც შრომის ანაზღაურება წლიურად 67 ათასი დოლარი აქვთ.

იდენტური ანაზღაურება არ აქვთ, თუმცა არც მნიშვნელოვანი სხვაობაა დამწყები და დიდი სტაჟის მქონდე პედაგოგების შემოსავალს შორის აშშ-ში. 62-64 ათას დოლარს შორის მერყეობს პედაგოგის წლიური ხელფასი და შესაბამისად,  ათეულში მეხუთე ადგილს ჯერდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 

მეორე ხუთეულს 63 ათასი დოლარით ავსტრალია ხსნის. მას 62 ათასი დოლარით მოჰყვება და მეშვიდე ადგილზეა ირლანდია

დამწყებს 57 ათას დოლარს, 60 დოლარზე მეტს კი 15 წელზე მეტი გამოცდილების პედაგოგს უხდიან დანიაში, რითაც ეს ქვეყანა ჩამონათვალში მერვე ადგილზეა. 

ბოლო ორ პოზიციას სამხრეთ კორეა, ავსტრიასთან ერთად ინაწილებს. სულ მცირედით მაღალია პედაგოგის ხელფასი და სიის მეცხრე ადგილზე გავიდა სამხრეთ კორეა, სადაც პედაგოგი წლიურად 57 ათას დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

ხოლო მასწავლებლებისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქვეყნების ათეულს ასრულებს ავსტრია. აქ პედაგოგები გაწეული სამსახურისთვის 51 ათასიდან 59 ათას დოლარამდე იღებენ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

გამოცდაზე გამსვლელი პედაგოგების საყურადღებოდ - დამხმარე კრებულები და პროგრამები გამოქვეყნდა

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„ბიოლოგიის სწავლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის და უნარ-ჩვევების განვითარება“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება