მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N7 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასი „მეგობრული კლასის“ ტიტულს ღირსეულად ატარებს. კლასის მოსწავლეებმა ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის izrune.ge-ს „მეგობრული კლასის“ ტიტული მოიპოვეს.
სკოლის დირექტორმა, ხათუნი ბრეგვაძემ, აღნიშნული კლასი და მისი ხელმძღვანელი - სალომე მიქაძე, მათ მიერვე წარმოდგენილ ინგლისურენოვანი სპექტაკლის snow white and the seven dwarfs დაწყებამდე საგანგებოდ დააჯილდოვა და მშობლებს შვილებზე განსაკუთრებული ზრუნვის, ფინანსური თუ მორალური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„მოსწავლეების განათლებაზე აქტიურად რომ ზრუნავენ მშობლები და პედაგოგები ერთობლივად, სწორედ ამის დამსახურებაა მხიარული, საზრიანი და მონდომებული ბავშვები. ეს ღონისძიებაც ინგლისურის მასწავლებლის, მაკა არჩვაძისა და მშობლების მხარდაჭერის შედეგია. ჩემი მოსწავლეები უსაზღვროდ გახარებულნი არიან და მადლობას უხდიან „ეტალონსა“ და izrune.ge-ს მთელ შემოქმედებით გუნდს საინტერესო და სახალისო ტესტების შეთავაზებისთვის“,- განაცხადა კლასის ხელმძღვანელმა.
izrune.ge „ეტალონის“ ინოვაციური პროექტია და მოსწავლეებს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. საიტზე მოსწავლეებს საშუალება აქვთ, საკუთარი კლასის შესაბამისად გაიარონ სპეციალური ალგორითმით შექმნილი ინდივიდუალური ტესტები, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა.
პორტალის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მშობლის (ოჯახის) ჩართულობის გაზრდაა შვილის აღზრდა-განათლების პროცესში. მშობლებს საშუალება აქვთ, თვალი მიადევნონ და უშუალოდ ჩაერთონ ბავშვის განათლების მიღებისა და მოტივაცია-წახალისების პროცესში.
„მეგობრული კლასი“ ეს არის სასტარტო წამახალისებელი ტიტული, რომელიც კლასს ინოვაციურ საგანმანათლებლ პორტალ izrune.ge-ში მოსწავლეთა 90%-100%-იანი ჩართულობის გააქტიურების შემდეგ ენიჭება;
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ