სიახლეები
ეტალონი

''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალის მონაწილეები ამჟამად რეგისტრაციას გადიან და თავიანთ განცდებს გვიზიარებენ
24-06-2017
-
+


დღეს ''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალია. 

ინტელექტ-შეჯიბრის მონაწილეები უკვე გამოცხადნენ ბათუმის საზაფხულო თეატრში, სადაც ფინალური ღონისძიება-კონკურსი გაიმართება.    
 
ინტელექტ-შეჯიბრის ფინალისტები ამ წუთებში რეგისტრაციას გადიან, თითოეულ მათგანს ეტყობა ღელვა.    

როგორც თავად აღნიშნავენ, ეს მათ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.
   
რუსუდან ბარამიძე, ''ხელვაჩაურის ეტალონი მოსწავლე'': 

''გრანდიოზული დღეა, ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტები აუცილებლად უნდა არსებობდეს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში ვიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს, გავიმარჯვებ. ძალიან ვღელავ, ძალიან საპასუხისმგებლო დღეა, ჩემი მუნიციპალიტეტი უნდა წარვადგინო და ვასახელო.''   

გიორგი გორდეზიანი ''ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' :

''ძალიან ვღელავ. გამარჯვების შანსი ვფიქრობ, რომ ყველას თანაბრად აქვს. ნამდვილად რთული იქნება გამარჯვება. ძალიან კარგი დღეა, მზიანი, ნათელი.'' 
 
ნოდარ ნებუნიშვილი,  ''მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე'':

''თბილისიდან ჩამოვედი. ამხელა გზა გამოვიარე, მჯერა რომ გამარჯვებისთვის მეყოფა ძალები და დავარწმუნებ ყველას, რომ მე შემიძლია ''საქართველოს ეტალონი მოსწავლე'' გავხდე.'' 
 
დეა ხარატიშვილი, ''ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე'':

''ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ძალიან ვღელავ. იმედი მაქვს, გავიმარჯვებ.'' 
  
ქეთი შენგელია, ''ბათუმის ეტალონი მოსწავლე'':

 ''რა თქმა უნდა, ძალიან ვღელავ. უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. გამარჯვების იმედი მაქვს.'' 

სოფი ყარალაშვილი, ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'': 

''ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ფინალში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, ყველა ძალიან ძლიერი ფინალისტია. ვფიქრობ, დღეს ვინც გაიმარჯვებს ნამდვილად ღირსეული ''ეტალონი მოსწავლე'' იქნება. ყველას წარმატებას ვუსურვებ, არ ვღელავ და მიხარია ამ პროექტში მონაწილეობა.''

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ''ეტალონის'' ფინალია. საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. 

ღონისძიების პარტნიორებია: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაბინძურების ზიანს

სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს დაურიგდათ ფლაერები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ

სენსორული ილუზიებით გამოწვეულმა ცნობისმოყვარეობამ მათ დაუვიწყარი ემოციური შეგრძნებები აჩუქა

V კლასის მოსწავლეებმა და ხელოვნების პედაგოგმა - მაია ფხაკაძემ საინტერესო პროექტი წარმოადგინეს

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურებული ჰაერის შესახებ

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება