მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი გაიხსნება, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტში უწებათშორისი ჯგუფის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განაცხადეს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე სოფო კილაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორს და განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს შეხვდა და კოდექსის დანერგვისა და განხორციელების ფარგლებში შესათანხმებელი საკითხები განიხილეს.
სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პროგრამა, რომლის დახმარებით ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყება ერთდროულად ჩაერთვება და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული წვდომა ექნება.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ინპლემენტაციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ბავშვზე მორგებული და ოჯახზე ორიენტირებული სხვადასხვა პროგრამების შემუშავების პროცესი. მათგან ნაწილს სამინისტროები, ხოლო ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ.
„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კანონის სრულად ამოქმედებამდე ჩართულია და საპარლამენტო ზედამხედველობას უწევს იმპლემენტაციის პროცესს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა