სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

9 მიზეზი, რატომაც მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიაა
26-01-2022
-
+


პედაგოგებს შორის არიან ადამიანები, ვინც ეს პროფესია პრაგმატული მიზეზების გამო აირჩიეს და არიან მასწავლებლები, ვისთვისაც ეს საქმე მოწოდებაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ საუკეთესო პროფესიაზე შეაჩერეთ არჩევანი და ამის დასამტკიცებლად, ევროპელმა მკვლევარებმა, რამდენიმე საკითხი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ არსებობს მინიმუმ 9 მიზეზი, რატომაც შეიძლება მასწავლებლობა საუკეთესო პროფესიად ჩაითვალოს:

შეგიძლია სამყარო უკეთესი გახადო

სამყაროს შესაცვლელად საუკეთესო გზა განათლების გავრცელებაა, რაც სწორედ მასწავლებლის ამოცანაა. რა უნდა იყოს უფრო შთამაგონებელი, ვიდრე ის, რომ გაქვს ცოდნა, რომელიც შეგიძლია გაავრცელო და ხედავდე, როგორ ხდებიან შენი მოსწავლეები წარმატებულები, როგორ ცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ? თუ თქვენი წყალობით სამყაროში ერთით მეტი განათლებული ადამიანი მაინც დადის, ნამდვილად გაქვთ მიზეზი, რომ იამაყოთ.

ცოცხალი ურთიერთობები

21-ე საუკუნეში, როცა ადამიანების უმრავლესობა სამუშაო დღეს კომპიუტერის ეკრანებთან ჯდომაში ატარებს, ის ფაქტი, რომ თქვენ მუდმივად ცოცხალი ურთიერთობები გექნებათ, ნამდვილად დასაფასებელია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვები ყველაზე არაპროგნოზირებადები და რთულები არიან, თქვენი ურთიერთობები კიდევ უფრო საინტერესო ხდება. გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება, რაც მუდმივად გაძლევთ მოტივაციას, რომ თქვენს თავში ახალი და საინტერესო ძალები იპოვოთ. თქვენ წინაშე მუდმივად განვითარების ახალი ამოცანები და შესაძლებლობებია, რაც თავს ცოცხლად გაგრძნობინებთ.

რუტინის ნაკლებობა

თუკი თქვენ მასწავლებლის პროფესია აირჩიეთ, დატვირთულ სამუშაო დღეს გადაურჩებით. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგის პროფესია კოლოსარულ შრომას მოითხოვს, სხვა პროფესიებთან შედარებით თქვენი სამუშაო დღე ბევრად ადრე დამთავრდება. ამდენი განსხვავებული ბავშვი კი თქვენს ყოველდღიურობას მრავალფეროვანს გახდის და რუტინაში არ გამყოფებთ.

საინტერესო კოლეგები

საინტერესოა, როცა თქვენ გარშემორტყმული ხართ ფიზიკოსებით, ქიმიკოსებით, ხელოვნებისა და სპორტის მასწავლებლებით, ადამიანებით, რომლებთანაც შეგიძლიათ საინტერესო დიალოგები გამართოთ, ერთმანეთს აზრი და გამოცდილება გაუზიაროთ.

შესაძლებლობა, რომ სხვები გისმენდნენ

ყველას უნდა, რომ სხვები უსმენდნენ, როცა ლაპარაკობს, მასწავლებლისთვის კი ეს ყოველდღიურობაა.  

ეჭვისა და შეცდომების უფლება

არსებობს პროფესიები, სადაც შეცდომამ შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიწვიოს, მასწავლებლის პროფესიაში ასე არ არის. აქ თქვენ გაქვთ უფლება, ეჭვი შეიტანოთ ყველაფერში და დაუშვათ შეცდომები, რომლებზეც ისწავლით. 

საკუთარი თავის, სხვებისა და სამყაროს აღმოჩენა

მუდმივად შეგიძლიათ გააფართოვოთ თქვენი ცოდნის საზღვრები და თვითგანვითარებაზე იმუშაოთ, რადგან მასწავლებელს ცხოვრების ბოლომდე რაღაცის სწავლა უწევს.

საკუთარი თავის მნიშვნელობის განცდა

ყველაფერი რასაც მასწავლებელი გაკვეთილზე აკეთებს და ამბობს, გავლენას ახდენს მოსწავლეზე. ამას ბევრი დრო და ძალისხმევა მიაქვს, თუმცა ნამდვილად ღირს.

პატიოსნება

ბავშვებს ვერ მოატყუებთ. რომც მოინდომოთ, ეს შეუძლებელია. ამიტომ მასწავლებელი ძირითადად გულწრფელი ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის ფიქრობენ, სანამ რამეს იტყვიან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ბაღებში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“ - დოკუმენტი

ვინ გადაწყვეტს, გაივლიან თუ არა უმაღლესები ავტორიზაციას - საბჭოს წევრთა ვინაობა ცნობილია

რომელ სკოლას რა რაოდენობის ინვენტარი გადაეცემა - სია

მასწავლებელს 5 ათასი ლარი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადაეცემა - რომელ პედაგოგებს ეხებათ სამინისტროს დებულება

პიროვნება
სკოლები

პედაგოგი მოწაფეებს ნარჩენების მართვასა და ბუნების მოფრთხილების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პროექტის მიზანია მრავალეთნიკური თბილისის შესწავლა

მოსწავლეებმა შესწავლილი ტექსტის მიხედვით, მოამზადეს რეკლამები და გამართეს „ვაჭრობა“

სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება