ჯანსაღად წახემსების წესები პედაგოგებისთვის - ეს ფანტასტიკა არ არის, თუ ამ რჩევებს მიჰყვებით
25-02-2020
დაკოპირებულია
-
+
მოასწრო სამუშაო და თან ნორმალურად იკვებო მასწავლებლისთვის ფანტასტიკაა? არა - ეს სრულიად რეალობაა, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ.
პედაგოგებისთვის სასადილოში ჩასვლა ფუფუნებაა. დასვენებაზე კი ყველაფერს ვერ მოასწრებს. სად სადილობს პედაგოგი? - საღამოს სახლში 20.00 საათზე, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია.
რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება
მასწავლებელი საუზმობს გადარბენაზე, სადილობა თუ მოახერხა - მიირთმევს ყავას (ჩაის) ფუნთუშით. ისინიც კი, ვინც იციან როდის და რა უნდა მიირთვან, ყოველთვის ჯანსაღად კვებას ვერ ახერხებენ - მოუცლელობა, სტრესული სამუშაო. არაჯანსაღი კვება კი ზედმეტ წონას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს იწვევს.
იმისთვის, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემამ ნორმალურად იმუშაოს და შიმშილისა და სიმძიმის გრძნობამ არ შეგაწუხოთ, დაიმახსოვრეთ სწორი კვების პრინციპები:
მიიღეთ საკვები პატარა ულუფებით არანაკლებ 5-6-ჯერ დღეში;
სვით წყალი. წყურვილს ხშირად ადამიანი შიმშილად აღიქვამს. მართალია ორგანიზმი სითხეს ითხოვს და არა კალორიებს. დალიეთ არანაკლებ 2 ლიტრისა დღე-ღამეში. არა ყავა და ჩაი არამედ წყალი.
დაიცავით ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ბალანსი. ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანისთვის, რომელსაც მჯდომარე სამსახური აქვს თანაფარდობა გამოიყურება შემდეგნაირად: 1: 1: 1.
ჯანსაღი და ხელმისაწვდომი წასახემსებლები მასწავლებლებისთვის
ბანანის ჩიფსები. კალიუმის (სასარგებლოა გულისთვის), მაგნიუმის (მყარი ნერვებისთვის), მინერალების და ნახშირწყლების წყაროს წარმოადგენს. შეგიძლიათ მზა ჩიფსების შეძენა, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომია მათი სახლში მომზადება. ბანანი1 სმ-იან ნაჭრებად დაჭერით, საცხობ ქაღალდზე დაალაგეთ და 1 საათი 190 გრადუსზე ღუმელში გააჩერეთ.
გამომცხვარი ვაშლი. ასეთი ნახშირწყლების წყალობით კუჭნაწლავი საათივით მუშაობს, სწრაფად ანაყრებს და ზედმეტი ჭამისგანაც გიხსნით. ბოჭკოვანას გემრიელი წყარო - გამომცხვარი ვაშლი - სწრაფად მზადდება და კონტეინერსა და მაცივარში რამდენიმე დღე ინახება. აიღეთ ვაშლი, ამოჭერით გული და მასში ჩირი და თხილეული ჩადეთ. ხილი საცხობ ფორმაში მოათავსეთ, ღუმელში შედგით და 190 გრადუსზე 30 წუთი გამოაცხვეთ.
თხილეული და ჩირი. ჩირი მდიდარია ბოჭკოვანით და ვიტამინებით, თხილი კი გაჯარებულია ცხიმებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისა და ჰორმონალური სისტემისთვის. როგორც ავღნიშნეთ, თხილეული ტვინისთვის სასარგებლოა, მაგრამ ამ კუთხით ბერძნული კაკალი ლიდერობს. შეგიძლიათ სკოლაში თხილეულით წაიხემსოთ, დღიური რეკომენდირებული დოზა 40 გრამს შეადგენს. ყველაზე უსაფრთხო თხილეული ნუში და ნიგოზია.