მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მიმდინარე წელს პირველად მოხდება სკოლების მიერ ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება“, - აღნიშნულის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრის დროს განაცხადეს.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ ერაძემ შეხვედრაზე, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრის განმავლობაში სკოლების წარმომადგენლებს მიეცათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის, ასევე, მათ წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბრის შესაძლებლობა.
„სკოლების მიერ ელექტრონული თვითშეფასების ანგარიშების ჩაბარება, ცენტრს საშუალებას მისცემს გამოკვეთოს სისტემური პრობლემები და დაგეგმოს მიზანმიმართული პრევენციული ღონისძიებები მათი აღმოფხვრისთვის. განსაკუთრებული სიახლეები კი ექსპერტთა კორპუსის ატესტაციას და ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შემოღებას დაუკავშირდება, რომელიც სრულიად ახლებურ, საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება“.
ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრები სკოლების წარმომადგენლებთან რეგიონებშიც გაგრძელდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად და გადაინაწილეს საკითხები
სამოქალაქო კლუბის წევრებმა ამ დღესთან დაკაშირებით, ცნობიერების ამაღლების კუთხით გამართეს პრეზენტაცია