მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„დღეს საგნების ცალ-ცალკე სწავლება მე-18 საუკუნეში გვაბრუნებს, სწავლა/სასწავლო პროცესი უნდა იყოს სოციალური აქტივობა ისეთი, როგორიც ჩვენი რეალური ცხოვრებაა“, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინტეგრირებული სწავლება უმნიშვნელოვანესია, რათა მოსწავლემ ნასწავლი რეალურ ცხოვრებაში გამოიყენოს. ბერიკა შუკაკიძის თქმით, თეორიული ცოდნა არასაკმარისია, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც, მაგალითად, მოსწავლე ფიზიკას თეორიულად კარგად სწავლობს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ნათურის შეცვლა არ შეუძლია.
„მასწავლებლის სახლში გავაკეთებთ ქიმიის და ბიოლოგიის ლაბორატორიას, ფიზიკის უკვე გვაქვს და შემდეგ გვინდა, რომ ამას დაემატოს ინჟინერია, მათემატიკა, ისტი და იყოს ინტეგრირებული სწავლება. დღეს მე-18 საუკუნეში გვაბრუნებს საგნების ცალ-ცალკე ჩატარება. ჩვენ რეალურ ცხოვრებაში არ ვცხოვრობთ საგნიდან საგნამდე. სასწავლო პროცესი უნდა იყოს სოციალური აქტივობა ისეთი, როგორიც ჩვენი რეალური ცხოვრებაა. ბავშვი ამისთვის უნდა მოვამზადოთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურ ცხოვრებაში ისინი სრულიად უუნაროები არიან ხოლმე და ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
უკანასკნელ წლებში სკოლებში აქტუალური გახდა ინტეგრირებული გაკვეთილები და არაერთი პედაგოგი მიმართავს სწავლების პროცესში ამ მეთოდს. ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
არსებობენ ,,მონათესავე საგნები“, რომლებიც თემატური თვალსაზრისით ხშირად გადაიკვეთებიან, ასეთ დროს საგნების ინტეგრირებული სწავლება დადებით შედეგს იძლევა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...