მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოძებნეთ ადამიანი, რომელსაც პრობლემების შესახებ მოუყვებით
კოლეგებთან კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ და მარტივად ითხოვოთ დახმარება. კარგი იქნება თუ მოძებნით კოლეგას, რომელსაც მიენდობით და პროფესიულ წარუმატებლობებს მასთან განიხილავთ. შესაძლოა, მასაც გამოუცდია მსგავსი პრობლემა და გამოსავლის მოძებნაში დაგეხმარებათ.
გამოიყენეთ დროის მენეჯმენტი და შეეცადეთ მოძებნოთ ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის
გაკვეთილის მსვლელობისას მარტივია დაკარგო დროის შეგრძნება. დაგეგმილი გქონდათ საქმეზე 15 წუთის დახარჯვა, მაგრამ ვერც კი შეამჩნიეთ, როგორ გავიდა საათი. თუ ასეთი რამ ხშირად გემართებათ, ეცადეთ დროის სწორად გადანაწილება ისწავლოთ.
რა თქმა უნდა, თქვენ გსურთ იყოთ საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის ბალანსის დაჭერა ძალიან მნიშვენელოვანია. ეს სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
გაიხსენეთ რატომ გიყვართ თქვენი პროფესია
როდესაც გადაწვის ზღვარზე ხართ, შეეცადეთ გაიხსენოთ სასკოლო ცხოვრებიდან სახალისო ისტორიები. ეს გაგახსენებთ, თუ რატომ გიყვართ თქვენი პროფესია.
დაისახეთ მიზნად პროფესიული განვითარება და მიაღწიეთ მას
ასეთი მიზნების დასახვა საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რას აქვს ნამდვილად მნიშვნელობა და რას უნდა დაუთმოთ ნაკლები დრო. თქვენ ყოველთვის გემახსოვრებათ, რატომ აირჩიეთ პედაგოგობა და თავს გადაწვამდე არ მიიყვანთ.
აქციეთ ცხოვრება საინტერესოდ
დაიღალეთ ყოველდღიური რუტინით? მოიფიქრეთ რაიმე ახალი! მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ სტანდარტები და სასწავლო გეგმა, მასწავლებელს სრულიად შეუძლია შეცვალოს კლასის ცხოვრება და უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური გახადოს. შეგიძლიათ სწავლების ახალი მეთოდები და მიდგომები მოსინჯოთ.
მოუსმინეთ საკუთარ თავს
ეს მხოლოდ მოდური ფრაზა არ არის. საკუთარ თავზე ზრუნვა მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაეცანით ლიტერატურას სტრესის მართვის შესახებ და იკვებეთ ჯანსაღად.
მოძებნეთ ადამიანები, რომლებსაც თქვენი ესმით
წაიკითხეთ საგანმანათლებლო ბლოგები და იურთიერთეთ სხვა სკოლების მასწავლებლებთან. ასეთი დიდი რაოდენობის მასწავლებელთა ჯგუფების არსებობისას მარტივია კოლეგების მოძებნა, რომელსაც გამოცდილებას გაუზიარებთ. კარგი იქნება იურთიერთოთ ადამიანებთან, რომლებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორც თქვენ.
გახსოვდეთ, რომ იქნება აღმაფრენა და ვარდნა
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ ყოველ დილით აღფრთოვანებული წამოხტეთ საწოლიდან სამუშაო დღის მოლოდინში. არის როგორც რთული პერიოდები ისე მარტივი და წარმატებული.შესაძლოა, შემდეგი კლასი იყოს თქვენს კარიერაში საუკეთესო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.