მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ჩვენ გვინდა ახალი ტიპის მასწავლებელი, თქვენ ხართ პირველი მერცხლები ამ წამოწყებისა“, - ასე მიმართა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ „მასწავლებლის ეროვნული სკოლის“ კურსდამთავრებულებს.
მისი განმარტებით, „ახალი ტიპის მასწავლებელს“ უნდა შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება და ესმოდეს ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა.
„ახალი ტიპის მასწავლებელი იქნება სხვანაირი. მას უნდა შეეძლოს რამდენიმე საგნის სწავლება. სწავლება თუ არა იმის გააზრება მაინც, რომ რამდენიმე საგნის ინტეგრირებით უნდა დავაინტერესოთ დღევანდელი ბავშვი. მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება გაკვეთილების დაზეპირებითა და მოყოლით არ გამოვა. ბავშვებს უნდა შეეძლოთ შრომის უნარი. მოსწავლემ რაღაცის შექმნა უნდა იცოდეს და არა ამბის მოყოლა (დაზეპირება). ჩვენ გვინდა ინტეგრირებული ამოცანები დავსახოთ ბავშვების წინაშე, მასწავლებლები შეუერთდნენ ამ წამოწყებას და მოსწავლეებმა ისწავლონ პრაქტიკულად რაღაცების კეთება“, - აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამავე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ პედაგოგებისთვის ხელფასების ზრდა გაგრძელდება, ეს კი მათი პასუხისმგებლობის გაზრდასაც ნიშნავს.
პროგრამის „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ მთავარი მიზანი ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც მცირეკონტინგენტიან სკოლებში ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ. ეროვნულმა სკოლამ მიღება შემოდგომაზე გამოაცხადა და მასში 1758 მსმენელი ჩაირიცხა.
„მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ მიღებას 2020 წელსაც გამოაცხადებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
izrune.ge-ს წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიებაზე პროექტის დადებით მხარეებზე ისაუბრეს - „იზრუნე“ ზრდის მოტივაციას და სწავლის სურვილს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა წამოთქვეს ლექსები, იმღერეს ინგლისურ და გერმანულ ენებზე