მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო დაწესებულებებს, სკოლებს, ბიბლიოთეკებს, საგანმანათლებლო და გასართობ სივრცეებს, ინტერნეტკაფეებს კომპიუტერებზე სპეციალური ინტერნეტფილტრების დაყენება მოუწევთ - ამ ინიციატივის მიზანი საჯარო სივრცეში ბავშვისა და მოზარდისათვის ისეთ საიტებზე წვდომის შეზღუდვაა, რომელიც აზარტული თამაშების, ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული საშუალებების პროპაგანდას ეწევა; ასევე შეზღუდული იქნება ისეთ აუდიო თუ ვიდეომასალაზე წვდომა, სადაც ძალადობის, პორნოგრაფიის, მკვლელობისა და სასტიკი მოპყრობის სცენები დეტალურადაა წარმოჩენილი; „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ინტერნეტიდან მომავალი საფრთხეებისგან ბავშვის დაცვას მშობლებს სახლის პირობებშიც სთავაზობს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ინტერნეტპროვაიდერებთან მშობლების მოთხოვნის საფუძველზე მსგავსი საიტებზე ფილტრებისა და შეზღუდვების დაყენება სახლშიც შესაძლებელი გახდება.
კანონპროექტი ძალაში 2020 წლის 1 ივნისიდან შევა, თუმცა მანამდე საინტერესოა, რამდენად მოხერხდება ინტერნეტსივრცის ბოლომდე გაკონტროლება ისე, რომ მოზარდებს შეეზღუდოთ წვდომა გარკვეულ საიტებზე. ამის გასარკვევად, Etaloni.ge კერძო სამართლის სპეციალისტს, ასოცირებულ პროფესორს, სერგი ჯორბენაძეს დაუკავშირდა.
- ამ საკითხის გაკონტროლება შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ სოციალური მედია მოწესრიგებადი სფეროა... მაგალითისთვის გეტყვით - როგორც მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, გადაცემების განთავსებისას, დაიცვას ასაკობრივი უფლებები, ასევე შეიძლება დაიბლოკოს წვდომა გარკვეულ საიტებზე... აქ საუბარია საუბარია გარკვეულ პრევენციულ ღონისძიებებზე, თორემ შედგომში რა, როგორ მოხდება, შევა თუ არა არასრულწლოვანი სხვადასხვა საიტზე, ამის კონტროლი, ფაქტობრივად შეუძლებელია, თუნდაც იმიტომ, რომ პროგრამამ შესაძლოა ვერ განსაზღვროს არასრულწლოვანი.
- კი მაგრამ, ახლა ხომ აქტიური ბრძოლა მიდის ე.წ. ფეიკ პროფილების წინააღმდეგ?
- Facebook უფრო აქტიურად საქმიანობს, რომ ყალბი გვერდი არ შეიქმნას, მაგრამ პროგრამის მოტყუება შესაძლებელია. ასე, ცალსახად აკრძალო - ტექნიკური საშუალებები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ „გამოძრომა“, ყოველთვის შეიძლება. ამ შემთხვევაში, კონტროლის მთავარი სადავე მოზარდის კანონიერ წარმომადგენელს, უმეტეს შემთხვევაში, მშობელს აქვს.
- კონტროლის მექანიზმი თუ არსებობს, ესაა საინტერესო?
- ჩემი პოზიცია ასეთია - ფიზიკურად შეუძლებელია, ინტერნეტში დააწესო კანონმდებლობა, რომლითაც მოხდება პრევენცია და ვერ შევა არასრულწლოვანი. ერთადერთი ამის წინაპირობა იქნება ის, თუ დაწესდება გარკვეული წინაპირობა და არასრულწლოვანს დასჭირდება დადასტურება, რომ სრულწლოვანია. თუმცა აქაც ვაწყდებით წინააღმდეგობას, რადგან ქართულ გვერდებზე თუ იქნება შესაძლებელი, უცხოურ გვერდებზე ძალიან გართულდება ამის გაკეთება.
- მაგრამ, ხომ შეიძლება, სახლში შეზღუდონ უფროსებმა გარკვეულ ინტერნეტგვერდებზე წვდომა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს 5 მილიარდზე მეტი ვებგვერდი და აქედან რამდენი უნდა დაბლოკოს ოჯახმა?!
- გამოდის, აღნიშნული ცვლილება არაფრისმომცემია?
- ეს პროექტი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ ნებისმიერი იურისტი, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს, გეტყვით - ეს არაა პრობლემის ცალსახად გადაჭრის გზა, თუმცა გახლავთ წინაპირობა, რათა აღვკვეთოთ გარკვეული შედეგები.
- თქვენ რა გესახებათ პრობლემის გადაჭრის გზად მაშინ, როდესაც ინტერნეტგვერდებზე წვდომას ვზღუდავთ და ამ დროს, მუნიციპალურ ტრანსპორტს სხვადასხვა კაზინოს რეკლამა „ამშვენებს“?
- პროპაგანდის შეზღუდვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ თბილისის, არამედ, მთლიანად თვითმმართველი ერთეულების დონეზე. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს სამოქალაქო განათლებას, რაც გულისხმობს თუმდაც მშობლის ინფორმირებას - როგორ მოიქცეს შვილთან მიმართებაში სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად. რადგან თუ ადრე დედ-მამამ იცოდა - ბავშვი სახლში უსაფრთხოდ იყო, დღეს ეს მოცემულობა აღარ გვაქვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება
სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა