მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გასული წლის ოქტომბერში მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორგანიზაცია „ქალთა ოთახის“ ოფისში მემორანდუმი გააფორმეს დეკორატიული მცენარეებისა და ტყის ენდემური სახეობების მწარმოებელ ასოციაციასთან.
იანვარში ასოციაციის წარმომადგენლები მარადისის საჯარო სკოლის გარემოსდაცვით კლუბს ესტუმრნენ. მემორანდუმის თანახმად, ასოციაციამ აიღო ვალდებულება, რომ ეკოკლუბის წარმომადგენლებს შეასწავლიდა მებაღეობას. გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა თემის წარმომადგენლებიც და დამეგობრებული კასუმლოს საჯარო სკოლაც მიიწვიეს შეხვედრაზე. მებაღეობის შესწავლის სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სწავლა პირველ თებერვალს დაიწყო და ივნისის თვეში დამთავრდება. მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები ისწავლიან მცენარეების დათესვას, დარგვას, მოვლას, შეკრეჭას, დეკორაციების გაკეთებას, სასუქების გამოყენებას, მორწყვას და სხვა.
სწავლების პერიოდში დაგეგმილია ექსკურსიები თბილისის სკვერებში, პარკებსა და ბოტანიკურ ბაღში.
მეცადინეობები ჩატარდება შაბათ-კვირას და თითოეულ მეცადინეობას დაეთმობა ხუთი საათი.
ასოციაციის წარმომადგენელთა თქმით, სწავლება იქნება სახალისო, საინტერესო აქტივობებით დატვირთული და ამავე დროს, შემეცნებითი.
ეკოკლუბელები, თავის მხრივ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს დაახვედრებენ მყურდო, სუფთა და კომფორტულ გარემოს ტრენინგის ჩასატარებლად.
მიღებული ცოდნა მსმენელებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ბიზნეს იდეები, გაზარდონ შემოსავლები და ხელი შეუწყონ სკოლის, სოფლისა და თითოეული ოჯახის ეკონომიკური სიძლიერის გაზრდას.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების 1-ლი(არა სიღარიბეს), მე-2 (არა შიმშილს) , მე-8 (ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17 (თანამშრომლობა საერთო მიზნებისთვის) მიზანს.
აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ხორციელდება.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...