მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„სულის პური“ - წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიაში ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოაჩინეს წიგნის როლი ადამიანის სულიერი განვითარებაში.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ღოღელიანი ხელმძღვანელობდა.
„წიგნი ჩემთვის ყოველთვის იყო მრჩეველი, მანუგეშებელი, მშვიდი და ტკბილმოუბარი, და მე სულ მინდოდა ამომეწურა მისი ყველა სიკეთე, რათა ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის შემომენახა" (ჟორჟ სანდი).
კიდევ ერთხელ დაგვანახეს წიგნიერების აუცილებლობა ტექნოლოგიების საუკუნეში წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის VIIა კლასის მოსწავლეებმა, რომელთაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ღოღელიანის ხელმძღვანელობით ჩაატარეს ძალიან საინტერესო ღონისძიება „სულის პური“.
მოსწავლეებმა საოცრად შთამბეჭდავად და საინტერესოდ წარმოაჩინეს წიგნის როლი ადამიანის სულიერი სამყაროს ფორმირებაში. მოაწყვეს „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ ინსცენირება და წარადგინეს რჩეული ნაწარმოებები ცოცხალი წიგნების სახით, გააცოცხლეს მათ მიერ განხილული ნაწარმოების პერსონაჟები.
ღონისძიებას კლასის დამრიგებელი, პედაგოგები, მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთაც სახეზე ბედნიერების უსაზღვრო ღიმილი დასთამაშებდათ, ღიმილი იმედისა, მადლიერებისა უფლის მიმართ ასეთი ნიჭიერი თაობა რომ გვაჩუქა, ქართულ გენს შემოქმედებითობა უხვად მოჰმადლა უფალმა, მთავარია განვავითაროთ მათში ეს უპირველესი.
გიმნაზიის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ნათია მასწავლებელს კიდევ ერთი ლამაზი დღისა და საინტერესო ღონისძიებისთვის“, - აღნიშნულია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც