სიახლეები
სიახლეები

ზოგადი განათლების განვითარების დოკუმენტი „ახალი სკოლის მოდელის“ გამოცდილებით შეიქმნება - რა სიახლეები აქვს სამინისტროს?
12-02-2020
-
+


2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც 2024 წლისათვის საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლას მოიცავს - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, მედიის წარმომადგენლებისთვის ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის პრეზენტაცისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ექსპერტების ჩართულობით მუდმივად ხდება დანერგვის პროცესის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება, პროექტის იმპლემენტაციისათვის საჭირო რესურსებისა და მეთოდოლოგიის დახვეწა.

„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა 2019 წელს 165 სკოლაში დაიწყო და მასში ჩართულია 3400 მოსწავლე და 3096 პედაგოგი. 2020 სასწავლო წლიდან პროექტი 300-მდე სკოლას მოიცავს და მასში ჩაერთვება 96 000 მოსწავლე და 8000 მასწავლებელი. „ახალი სკოლის მოდელი“ - ეს არის რეფორმა, პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახიდან, სადაც ექსპერტების მიერ გაზიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით თითოეული სკოლა საკუთარ, ინდივიდუალურ „სკოლის მოდელს“ ქმნის. 2019 წელს დაწყებული რეფორმა არის ის ფუნდამენტი, რასაც 2020-2021 სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური ეტაპი უნდა დაეფუძნოს.

გაიზრდა პროექტში ჩართული კლასების რიცხვიც. თუკი აქამდე „ახალი სკოლის მოდელი“ მხოლოდ დაწყებითი საფეხურის 1-4 კლასების მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეეხებოდა, 2020 წლის თებერვლიდან პროცესში თბილისის 22 სკოლის 5-9 კლასების მოსწავლეები და პედაგოგებიც ჩაერთვნენ.

მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას. ამ ეტაპისთვის სკოლებისთვის გადაცემულია 3474 ლეპტოპი, 522 პროექტორი და 77 დამტენი კარადა.

„ძალიან რთულია იმის თქმა, რომ 2083 სკოლაში ყველა გადამზადებული მასწავლებელი გვეყოლება, ინფრასტქტუქტურა იქნება მოწყობილი, ტექნოლოგიებით  აღჭურვილი... ამ გამოწვევების წინაშე ჩვენ დიდი ხნის წინ ვიდექით და ჩვენ ეს ვერ შევასრულეთ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნელ-ნელა ყველა სკოლას მოვიცავთ, სწორი მეთოდოლოგიით ხედვით ექსპერტებისა და საერთაშორისო გამოცდილებით“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ სამინისტრო ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტს ქმნის, რომელიც საბოლოო სახეს დარგობრივი ექსპერტებისაგან შემდგარი 12 ჯგუფის მუშაობის შედეგად მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა. შესაბამისად, განათლების რეფორმის კონცეფცია საკლასო ოთახიდან იწყება და მისი ჩამოყალიბების პროცესში ჩართული არიან როგორც საჯარო სკოლისა და რესურსცენტრების, ასევე, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

ეკა დგებუძაძის თქმით, ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა სკოლას ჰქონდეს ინდივიდუალური სასკოლო სასწავლო გეგმა.

„თქვენ იცით რომ არსებობს ერთი ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ ყველა სკოლას უნდა გააჩნდეს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა, თუმცა რომ გადავხედოთ ვნახავთ, რომ თითქმის ყველა სკოლას აქვს ერთი და იგივე სასკოლო სასწავლო გეგმა, რაც ვერ პასუხობს თითოული მოსწავლის, სკოლის, კულტურის გამოწვევას. შესაბამისად „ახალი სკოლის მოდელი“ მუშაობს იმაზე რომ თითოულ სკოლას შექუმნას ინდივიდუალური სასკოლო სასწავლო გეგმა.

შეგვიძლია ვთქვათ იმ 165 სკოლა და სექტემბრიდან ვამბობთ, რომ 300 სკოლას მოვიცავთ ექნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმა სადაც ასევე განსაზღვრული იქნება მისი კულტურა, ქცევა ინტერესი, განვითარების მიმართულება“, - განაცხადა ეკა დგებუაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლეზე ორიენტირებული „ახალი სკოლის მოდელის“ იმპლემენტაცია არის ცოცხალი პროცესი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ბავშვები, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები და დარგის ექსპერტები. სკოლაში მოსწავლემ უნდა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა. მან იმდენად სიღრმისეულად და არსობრივად უნდა გაითავისოს სასწავლო მასალა, რომ მისი კრიტიკულად გაანალიზება, შემოქმედებითად გააზრება და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება შეძლოს. სკოლის გარემო კი უნდა იყო პიროვნებაზე ორიენტირებული, მზრუნველი, ჰარმონიული, თანამშრომლობითი და უსაფრთხო, რომელიც ყველა მოზარდს  საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ბავშვების შემოქმედებითი უნარებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა

სკოლაში გააზრებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის არა მარტო თეორიული ცოდნის გადაცემა, არამედ პრაქტიკული სწავლებაც

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს 

სასწავლო მიზნის მისაღწევად ჩატარდა დაგეგმილი აქტივობა „სასწავლო გაჩერებები“, რომელებიც ემსახურებოდა ახალი ცოდნის სტრუქტურის შექმნას 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება