TOP ნიუსი
სიახლეები
ეტალონი

რაჭული ნიჭიერება და გამარჯვებული IX კლასელი - ონის საჯარო სკოლის სამმაგი გამარჯვება „ეტალონში“
13-02-2020
-
+


12 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ონის საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი მანანა ჩაგელიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი, მერიის და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ პროექტი მოსწავლეებს საკუთარი ნიჭის წარმოჩენაში ეხმარება: 

დღეს ძალიან ემოციური დღეა. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი პროექტისთვის. რაჭველი ბავშვები გამოირჩევიან თავიანთი ნიჭიერებით და ამას აუცილებლად სჭირდება ხელშეწყობა, რომ მოსწავლეებმა შეძლონ თავის გამოვლენა. მინდა მივულოცო გამარჯვებულს, ის ნამდვილად ძალიან კარგი მოსწავლეა, ვუსურვებ წარმატებებს.

ონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ნინო მეტრეველის თქმით, „ეტალონს“ ონი ყოველთვის დიდი  სიხარულით ხვდება:

ვულოცავ ყველა ბავშვს დღევანდელ დღეს და განსაკუთრებით გამარჯვებულს. ეს დღე მართლაც ზეიმია ჩვენი მოსწავლეებისთვის. ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდებით „ეტალონს“. ონის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა აქტიურად არის ჩართული. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გოჩას და მთელს მის გუნდს, რათა ცდილობენ ხელი შეუწყონ ჩვენი მოსწავლეების განვითარებას.

„დღეს ჩემთვის სამმაგი გამარჯვება იყო“ - ასე აფასებს „ეტალონისგან“ მინიჭებულ სიხარულს ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე:

„ეტალონი“ ნამდვილად გამორჩეული პროექტია. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა. წელს ძალიან ამაყი ვარ, რადგან პირველი, მეორე და მესამე ადგილები ჩემმა ბავშვებმა დაიკავეს.თითოეულ პედაგოგს მინდა გადავუხადო მადლობა, იმ ღვაწლისთვის, რაც მათ განათლებაში ჩადეს. ამ პროექტში დამარცხებული არ არსებობს, ამიტომ ყველა მოსწავლეს სამომავლოდაც წარმატებებს ვუსურვებ“.

„ონის ეტალონი მოსწავლე“ ონის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლევან რაზმაძე გახდა. როგორც გამარჯვებული ამბობს, პირველი ადგილი საკმაოდ კონკურენტულ გარემოში მოიპოვა: 

„დღეს ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ძალიან მიხარია გამარჯვება, არ ველოდი მეცხრე კლასის მოსწავლე ამას თუ შევძლებდი, რადგან თუნდაც ჩვენი სკოლიდან ძალიან ნიჭიერი ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას. მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომეცა საშუალება ვასახელოთ ჩვენი ოჯახი, კუთხე და რა თქმა უნდა ონის საჯარო სკოლა, სადაც მასწავლებლები ნამდვილად პროფესიონალები არიან“.

„შესაძლებლობა რომ მქონდეს, კვლავ აუცილებლად მივიღებდი მონაწილეობას „ეტალონში“ - ამბობს მეორე ადგილოსანი, ასევე ონის საჯარო სკოლიდან, სალომე ლობჯანიძე:

„ძალიან გამიხარდა, რომ მეორე ადგილი დავიკავე, ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემი სახელი და გვარის გაგონება. სამწუხაროდ შემდეგ წელს ვეღარ მივიღებ მონაწილეობას, რადგან მეთორმეტე კლასში გადავდივარ, თუმცა ყველა მოსწავლეს მინდა მოვუწოდო, აუცილებლად ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა პროექტ „ეტალონში“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება