მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ვეფხვია გვარამია, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი ლალი გაბისონია დაასისტენტი ლაშა გელანტია მაგიტრანტებთან ერთად ესტუმრნენ.
„სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის პრაქტიკული სამართლის სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციის ეგიდით ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების წინაშე საინტერესო თემებითა და სამართლის აქტუალური საკითხებით წარადგენენ პრაქტიკული სწავლების მაგისტრანტები:
1) ბავშვთა უფლებათა კოდექსის ანალიზი - სალომე ბუხნიკაშვილი;
2) არასრულწლოვანთა სტატუსი სამოქალაქო ურთიერთობებში - ანი ზენაიშვილი;
3) აფხაზეთის პრობლემა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - ზურა ზერეკიძე;
4) არასრულწლოვანთა სასჯელის სახეები - კახა წულაძე.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ვეფხვია გვარამიამ და იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა პროფესორმა ლალი გაბისონიამ სასკოლო საზოგადოებას დეტალურად გააცნეს უნივერსიტეტის საქმიანობა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.
პრეზენტატორებმა (მაგისტრანტებმა) არჩეული თემის ირგვლივ ამომწურავად ისაუბრეს და უპასუხეს მოსწავლე/პედაგოგის შეკითხვებს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული პრეზენტატორის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო მოსწავლეთა ასაკს მორგებული, საინტერესო, ვიზუალურად თუ შინაარსობრივად დახვეწილი და აქტუალური.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკასთან აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლა წლებია თანამშრომლობს და თანაშრომლობის ფარგლებში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან მათ მიერ დაგეგმილ პრეზენტაციებში, როგორც მსმენელები.
შეხვედრაზე გამოითქვა ორმხირვი სურვილი, რომ დაიგეგმოს ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობები, რომელშიც სტუდენტებთან ერთად მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...