მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორგანიზაცია „ევროპის ფონდმა“ საუკეთესო გარემოსდაცვითი აქტივობების გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.
აღნიშნულ კონკურსში მარადისის საჯარო სკოლის გუნდი „მარნეულის ახალგაზრდულ იდეასთან“ ერთად მონაწილეობდა.
„ევროპის ფონდის“ რჩეული მარადისის საჯარო სკოლის აქტივობები გახდა.
ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი კლუბი და „მარნეულის ახალგაზრდული იდეა“, რომლის წევრებიც, ამავე დროს, მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც არიან, 800 ლარით დააჯილდოვა.
მიღებულ თანხას მოსწავლეები და „მარნეულის ახალგაზრდული იდეა“ (შულავრის, ახალი დიოკნისის, წერეთლის სომხური სექტორის, მარნეულის N5, მარნეულის N2 საჯარო სკოლის და მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები) კვლავ გარემოსდაცვითი აქტივობებისთვის გამოიყენებენ.
კერძოდ, 300 ლარით მარადისის საჯარო სკოლის მოსწავლეები შეიძენენ მარადმწვანე მცენარეებს, 100 ლარით - შულავერში მცხოვრები შშმ პირისთვის საჭირო ნივთებს, ხოლო 400 ლარით სპორტულ ინვენტარს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად.
აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-3 (ჯანმრთელობა და კეთილდღეობა), მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) და მე-17 ( თანამშრომლობა) მიზნებს.
სკოლა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში აქტივობებშია ჩართული.
იხილეთ ფოტო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...