მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დარგობრივი ექსპერტებისგან შემდგარ 12 ჯგუფს ქმნის. აღნიშნულის შესახებ მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ამ ჯგუფის მიზანი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტის შექმნა იქნება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი იმ გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, რომელიც სამინისტრომ 165 სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელების შედეგად დააგროვა.
„მაღალი ჩართულობის მიზნით ჩვენ ვქმნით საბჭოს, ეს არის ინკლუზიური განათლების საბჭო, თუმცა არ მოიცავს მხოლოდ ინკლუზიურ მიმართულებას და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ სისტემურ ინკლუზიურობაზე, ამ მიზნით საბჭოში შემოვლენ ის ექსპერტები, რომლებიც იმუშავებენ რეფორმაზე.
მნიშვნელოვანია, ის რომ საბჭოში იქნება შიდა თემატური ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ, არაფორმალურ განათლებაზე, სკოლამდელ განათლებაზე, უმცირესობებზე და ა.შ.. იქნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც თავიანთი ინტერესიდან გამომდინარე იმ ჯგუფში გაერთიანდებიან, რომელ ჯგუფშიც ექნებათ მუშაობის გაგრძელების სურვილი ჩვენთან ერთად. ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომელსაც განათლების სამინისტრო დღეს ანვითარებს“, - განაცახადა ეკა დგებუაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა